„High Five“-ის გუნდში ვეძებთ ბავშვთა კლინიკურ ფსიქოლოგს.
თბილისი,საბურთალო
დაეხმარეთ ბავშვებს განვითარებაში თამაშის მეშვეობით, ასწავლეთ ემოციების გააზრება და სირთულეების დაძლევა კოგნიტურ-ქცევითი თერაპიისა (CBT) და სათამაშო თერაპიის გამოყენებით.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება კლინიკურ ფსიქოლოგიაში.
- მინიმუმ 2-წლიანი პროფესიული გამოცდილება, მათ შორის — აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება.
- კოგნიტურ-ქცევითი თერაპიისა (CBT) და სათამაშო თერაპიის მიმართულებით გავლილი ტრენინგები/მომზადება.
- რუსული ენის ცოდნა (სავალდებულოა).
- პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტები; თითოეული ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებებისა და პირადი საზღვრების პატივისცემა.
მოვალეობები:
- ბავშვებისა და მოზარდებისთვის ინდივიდუალური სესიების ჩატარება.
- ემოციური რეგულაციისა და კომუნიკაციის უნარების განვითარების ხელშეწყობა თამაშის გზით.
- თერაპიული მეთოდების ადაპტირება თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.
- მშობლების კონსულტირება და გუნდთან თანამშრომლობა.
ჩვენი მიდგომა ეფუძნება თანამშრომლობასა და უსაფრთხო გარემოს; ჩვენ ვმუშაობთ ზეწოლისა და დასჯის გარეშე.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ მეილზე
[email protected] ან დაგვიკავშირდით ნოემერზე.