MAQRO Equipment
ბიზნესის განვითარების სპეციალისტი
საგარეჯო
Полная занятостьБез опыта
დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
3 часа назад10 просмотров
Описание
MAQRO Equipment არის MAQRO ჯგუფის შემადგენელი კომპანია, რომელიც საქმიანობს სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის ტექნიკისა და მოწყობილობების გაქირავებისა და ლიზინგის მიმართულებით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სამშენებლო ტექნიკისა და მოწყობილობების მოქნილ და ეფექტიან გადაწყვეტილებებს, რაც ხელს უწყობს სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებელ და ეფექტიან განხორციელებას.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კომპანიის ელექტრონული გვერდი: www.maqro.ge
შემოუერთდით ჩვენს გუნდს
ბიზნესის განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი ბიზნეს შესაძლებლობების მოძიებაზე, პოტენციური და არსებული კლიენტების განვითარებაზე, გაყიდვების შესაძლებლობების იდენტიფიცირებაზე და კომპანიის სამშენებლო ტექნიკისა და მოწყობილობების გაქირავებისა და ლიზინგის მიმართულების განვითარებაში აქტიურ მონაწილეობაზე.
თუ გაქვთ ბიზნესის განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, კარგად იცნობთ ბაზრის კვლევისა და კლიენტებთან ურთიერთობის პრინციპებს, გამოირჩევით ძლიერი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების უნარებით და გსურთ პროფესიული განვითარება დინამიკურ გარემოში, მოხარული ვიქნებით განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.
პოზიცია: ბიზნესის განვითარების სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: საგარეჯო
საქმიანობის სფერო: სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის ტექნიკისა და მოწყობილობების გაქირავება და ლიზინგი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები

- ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისა და პოტენციური კლიენტების მოძიება და იდენტიფიცირება;
- სამშენებლო, ინფრასტრუქტურული და სხვა შესაბამის სექტორებში პოტენციური კლიენტებისა და პარტნიორების ბაზის შექმნა და განვითარება;
- ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით აქტიური კომუნიკაციის განხორციელება;
- არსებული კლიენტების ურთიერთობების განვითარება და გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
- კლიენტების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესწავლა და მათზე მორგებული კომერციული გადაწყვეტილებების შეთავაზება;
- სამშენებლო ტექნიკისა და მოწყობილობების გაქირავებისა და ლიზინგის პროდუქტების შესახებ კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- კლიენტებთან შეხვედრების, პრეზენტაციებისა და კომერციული მოლაპარაკებების ორგანიზება და წარმართვა;
- კომერციული შეთავაზებების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- პოტენციური კლიენტების მოთხოვნების, პროექტების მოცულობისა და ტექნიკის საჭიროებების განსაზღვრა;
- გაყიდვების პროცესის კოორდინირება შესაბამის შიდა დეპარტამენტებთან;
- კლიენტის მოთხოვნის მიღებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე პროცესის მონიტორინგი;
- ბაზრის, კონკურენტებისა და ინდუსტრიის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
- ახალი ბაზრებისა და ბიზნესის განვითარების პოტენციური მიმართულებების იდენტიფიცირება;
- კონკურენტების შეთავაზებების, ფასებისა და საბაზრო პირობების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
- ბიზნესის განვითარების მიმართულებით რეკომენდაციებისა და ინიციატივების მომზადებაში მონაწილეობა;
- გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით დასახული მიზნების შესრულებაზე მუშაობა;
- პერიოდული ანგარიშების მომზადება გაყიდვების, კლიენტების, ახალი შესაძლებლობებისა და მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ;
- კომპანიაში მიმდინარე პროექტებისა და ტექნიკის ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის შესაბამის თანამშრომლებთან კოორდინირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საქართველოს მოქალაქეობა;
- სასურველია სამშენებლო/სამრეწველო ტექნიკის გაყიდვების, მარკეტინგის ან ბიზნესის განვითარების სფეროში გამოცდილება;
- თურქული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- კომუნიკაციისა და დარწმუნების ძლიერი უნარი;
- კლიენტებთან ვიზიტების, შეხვედრებისა და კომპანიის წარმომადგენლობის მაღალ დონეზე განხორციელების უნარი;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის უნარი;
- მივლინებებში/მოგზაურობაში დაბრკოლების არქონა.
პიროვნული უნარები
ჩვენ გთავაზობთ
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პროაქტიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მოქნილობა და სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- პროფესიონალური და საქმიანი კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- დინამიკურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- MAQRO ჯგუფის განვითარებად და საერთაშორისო გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამის კონკურენტულ ანაზღაურებას;
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ერთჯერად კვებას;
- კორპორატიულ ნომერს ულიმიტო პაკეტით.
როგორ შემოგვიერთდეთ
თუ ფიქრობთ, რომ აღნიშნული პოზიცია შეესაბამება თქვენს გამოცდილებას, პროფესიულ ინტერესებსა და უნარებს, მოხარული ვიქნებით მივიღოთ თქვენი განაცხადი.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV სასურველია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: [email protected]
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
Требования
ენები: ინგლისური, თურქული
Похожие вакансии