Перейти к основному содержимому
b
beqa

BMW ძრავისა და ელექტროობის ხელოსანი

Полная занятость5+ летთბილისი
1 день назад7 просмотров

Описание

Bimmerstock Georgia — BMW-ის სათადარიგო ნაწილებისა და სრული სერვისის მიმართულებით მომუშავე კომპანია — აფართოებს გუნდს და აცხადებს ვაკანსიას BMW ავტოელექტრიკოსის / კომპიუტერული დიაგნოსტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ და კვალიფიციურ სპეციალისტს, რომელსაც აქვს BMW ავტომობილების ელექტრო სისტემების, ელექტრონიკისა და კომპიუტერული დიაგნოსტიკის პრაქტიკული გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დეტალის შეცვლა, არამედ პრობლემის ზუსტი დიაგნოსტიკა, მიზეზის დადგენა და ხარისხიანი შეკეთება.


მოვალეობები:
• BMW ავტომობილების ელექტრო და ელექტრონული სისტემების სრული დიაგნოსტიკა;
• კომპიუტერული დიაგნოსტიკის ჩატარება თანამედროვე დიაგნოსტიკური მოწყობილობებით;
• ელექტრო და ელექტრონული გაუმართაობების გამოვლენა და აღმოფხვრა;
• სენსორების, მოდულების, ბლოკებისა და ელექტრო გაყვანილობის შემოწმება;
• BMW-ის ელექტრონული სისტემების კოდირება და პროგრამირება;
• ავტომობილის ელექტრო სქემების შემოწმება და პრობლემის მიზეზის დადგენა;
• საჭიროების შემთხვევაში ელექტრო სისტემების შეკეთება/აღდგენა;
• შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
• სამუშაო ადგილისა და ხელსაწყოების მოწესრიგებულად შენარჩუნება;
• გუნდთან კოორდინირებული მუშაობა და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლა.

Требования

• ავტოელექტრიკოსის / ავტოდიაგნოსტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
• BMW ავტომობილებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელია;
• BMW F-Series-ის ცოდნა — აუცილებელია;
• G-Series-ის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• კომპიუტერული დიაგნოსტიკის თანამედროვე მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
• ISTA / ISTA+ პროგრამის ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
• Coding / Programming-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
• BMW-ის ელექტრო და ელექტრონული სისტემების კარგი ცოდნა;
• ტექნიკური სქემების წაკითხვისა და პრობლემის დამოუკიდებლად დიაგნოსტირების უნარი;
• მინიმუმ 2 წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება სასურველია;
• რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
• ქართული ან/და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სასურველი თვისებები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• პრობლემის ანალიზისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი;
• სიზუსტე და ყურადღებიანობა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
• პროფესიული განვითარების სურვილი;
• სამუშაოს ხარისხზე ორიენტირებულობა.

Условия и бонусы

სამუშაო პირობები:
• სრული განაკვეთი;
• სამუშაო ადგილი — თბილისი;
• თანამედროვე ავტოსერვისი და სამუშაო გარემო;
• თანამედროვე დიაგნოსტიკური და სერვისის აღჭურვილობა;
• სტაბილური სამუშაო და მუდმივი ავტომობილების ნაკადი;
• პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
• კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისი კონკურენტული ანაზღაურება;
• დამატებითი ბონუსური სისტემა შედეგებისა და შესრულებული სამუშაოს მიხედვით;
• მეგობრული და პროფესიონალური გუნდი;
• გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივა.

Отправить заявку

Отправьте своё резюме напрямую работодателю.

Похожие вакансии