დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
5 часов назад11 просмотров
Описание
კომპანია „მარგიო“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე - 2 ვაკანსია
„მარგიო“ - საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია - ეძებს ორ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ ბუღალტერს.
სამუშაო ადგილები: ნატახტარი - 1 ბუღალტერი. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია. თბილისი, ევროპის ჩიხი №10, აეროპორტის ხიდებთან -1 ბუღალტერი. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია მეტრო „სამგორიდან“.
ძირითადი მოვალეობები:
ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა;
შესყიდვების, რეალიზაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და კონტროლი;
საბანკო და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა;
დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, პარტნიორებთან ნაშთების შედარება;
მარაგების, ნედლეულისა და მზა პროდუქციის მოძრაობის აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
წარმოების ხარჯებისა და პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაში მონაწილეობა;
იმპორტის ოპერაციებისა და საბაჟო დოკუმენტაციის აღრიცხვა;
საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ინფორმაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
საბუღალტრო პროგრამისა და Excel-ის კარგი ცოდნა;
სიზუსტე, პასუხისმგებლობის გრძნობა და ვადების დაცვა;
უპირატესობად ჩაითვლება საწარმოო ან სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1 400 - 2 500 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.