კომპანია „ოტო მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი- ქ.მცხეთა სოფ.წეროვანი
სამუშაო გრაფიკი-კვირაში 5 დღე,დასვენება კვირაში 2დღე
გრაფიკით 9:30- 18:00 (შესვენება 1საათი)
ანაზღაურება-1500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა,გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე)
სამუშაო სპეციფიკა- საოფისე
ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია( მეტრო-სადგური სარაჯიშვილიდან)
ძირითადი მოვალეობები: მუშაობა პროგრამაში FINA ბუღალტერია.
- პროგრამაში ინფორმაციის შეყვანა/დამუშავება;
- სალაროს აღრიცხვა/კონტროლი;
- ხელშეკრულების შევსება/ მომზადება;
- ელ. ზედნადებების და ფაქტურების გამოწერა( RS.ge -ზე ატვირთვა);
- დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა/კონტროლი;
- სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სავაჭრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე - მინიმუმ 1 წელი.
დამატებითი უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ან მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე
[email protected] არაუგვიანეს 2026 წლის 30 სექტემბრისა. სათურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის