Перейти к основному содержимому
Artio
Artio

ჩარჩოების ოსტატი/ხელოსანი

თბილისიხელოსანი, შეკეთება, მონტაჟი
Полная занятость1-2 годаСрочно
₾1 200 - ₾2 000 / месяц

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 день назад6 просмотров

Описание

Artio— არტ-პრინტების ონლაინ მაღაზია, აცხადებს ვაკანსიას ჩარჩოების ოსტატის / ხელოსნის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ შრომისმოყვარე და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი პრინტებისა და ნამუშევრების იდეალურად გაფორმებაში. ჩვენთან დაგხვდებათ ხელოვნების სიყვარულით სავსე, თბილი და გამორჩეულად მეგობრული გარემო, სადაც თითოეული დეტალის შექმნა სასიამოვნო პროცესია.


მოვალეობები:
• სხვადასხვა მასალისგან ჩარჩოების პროპორციების დაცვით დაჭრა და აწყობა;

• ქაღალდის არტ-პრინტების ჩარჩოში სუფთად, ფრთხილად და უმაღლესი ხარისხით ჩასმა;

• ტილოს (canvas) პროფესიონალურად გადაჭიმვა შიდა ხის ჩარჩოზე (ე.წ. "პადრამნიკზე");

• მასალების ზუსტი აზომვა და ეკონომიურად/გონივრულად გამოყენება;

• სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება.

Требования

• სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

• განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: კანდიდატს ჰქონდეს ტილოს შიდა ხის ჩარჩოზე გადაჭიმვის პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა;

• სიზუსტე, დაკვირვებულობა და დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება (რადგან საქმე ეხება პრინტებსა და ხელოვნებას, სისუფთავე კრიტიკულად მნიშვნელოვანია);

• სამუშაო ხელსაწყოების (ხერხი, სტეპლერი და ა.შ.) გამოყენების უნარი;

• გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
• ასაკი: 30 წლამდე

Условия и бонусы

სამუშაო პირობები:
• ხელოვნების სიყვარულით სავსე და ძალიან მეგობრულ სამუშაო გარემოს;

• სტაბილურ და სამართლიან ანაზღაურებას;

• საინტერესო და ესთეტიკურ პროდუქტზე მუშაობის შესაძლებლობას.

ბონუსები:
დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა, დამზადებული ჩარჩოების რაოდენობის მიხედვით

Похожие вакансии