Перейти к основному содержимому
ნიკორა
ნიკორა

დამლაგებელი

თბილისიდასუფთავება
Полная занятостьБез опыта
₾1 100 - ₾1 200 (период оплаты — в объявлении)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

10 часов назад4 просмотра

Описание

ჩვენი ისტორია 1998 წელს დაიწყო.
კომპანიის პირველი ნაბიჯები ხორცპროდუქტების წარმოებას უკავშირდება, თუმცა წლების განმავლობაში განვითარების შედეგად ჩამოვყალიბდით მრავალპროფილურ ბიზნეს ჯგუფად.

დღეს, NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) წარმოადგენს საქართველოში მოქმედ მრავალპროფილურ საინვესტიციო და მმართველობით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან კომპანიებს კვების წარმოების, რითეილის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში.

ჩვენი მისიაა ღია და სანდო პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შვილობილი კომპანიების გრძელვადიან განვითარებას და ქმნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ღირებულებებს.

NMG ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.  ჯგუფში, დღეს, 10 000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს და კომპანიის განვითარებასთან ერთად ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.

ჩვენ ვქმნით მდგრად, ღირებულებებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

თუ ეძებ შესაძლებლობას, იმუშაო სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, ინოვაცია და ცოდნის მუდმივი გაღრმავება - შემოგვიერთდი.

თანამშრომელი - ჩვენი ძირითადი ღირებულებაა.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://nmg.com.ge/

სს „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია შპს „ნიკორა“ აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე ხორც-პროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოში:

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: რამდენიმე ცვლა
I - 09:00 -16:00სთ;
II – 16:00-23:00 სთ;
III – 20:00-03:00 სთ;
IV – 08:00-15:00 სთ

  •  ადგილმდებარეობა: თბილისი, ნაძალადევის რაიონი
  •  კვებასა და ღამის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია. ასევე დამატებით თანამშრომელს გადაეცემა 250 ლარიანი ახალი სატრანსპორტო/სამგზავრო ბარათი.
  •  ანაზღაურება: 1100-1200

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  •  წარმოების მასშტაბით, მის პასუხისმგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • საწარმოო ტერიტორიაზე შიდა კიბეების, მაგიდების, თაროების, იატაკების, კედლების დასუფთავება, მორეცხვა და დეზინფექცია;
  •  სანიტარული გამტარის, წარმოების უბნებისა და სველი წერტილების სადეზინფექციო ხსნარებითა და საპნით მომარაგება;

  •  ცხაურებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და ნარჩენებისგან გათავისუფლება, საწარმოო ტერიტორიიდან ნაგვისა და ნარჩენების რეგულარული გატანა, ურნების დაცლა და პარკების გამოცვლა;
  •  სამუშაოს დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილისა და გამოყენებული ინვენტარის დასუფთავება;
  •  სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა (ქუდის, ხელთათმანის, სამუშაო ფორმის ტარება);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  •  სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  •  სადეზინფექციო ხსნარებთან მუშაობის შესაძლებლობა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  •  პუნქტუალური;
  •  შრომისმოყვარე;
  • ენერგიული;
  •  მოწესრიგებული და ორგანიზებული.

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: [email protected]  სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

  •  გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ნიკორა ს/კ 400132183 და უფლებამოსილი პირის - სს “ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის” ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
  •  ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე [email protected] შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ნიკორა ს/კ 400132183 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
  •  შპს ნიკორა ს/კ 400132183 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

Похожие вакансии