დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
23 часа назад6 просмотров
Описание
რუსთავში მდებარე კვების ობიექტი "კაფუნე" აცხადებს დამწყები მზარეულის და გამოცდილი მზარეულის ვაკანსიას.
მოვალეობები: • მოსამზადებელი სამუშაოს განხორციელება, ნახევარფაბრიკატების დამზადება; • ცხელი და ცივი კერძების დამზადების შესწავლა მენიუს მიხედვით; • ცხელი და ცივი კერძების დამზადება საკალკულაციო ბარათებისა და სტანდარტის მიხედვით; • ყოველდღიურად საკუთარი სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს მოწესრიგება და დასუფთავება; • პასუხისმგებლობის ნაწილში არსებული ინვენტარისა და მოწყობილობების მოწესრიგება და დასუფთავება; • მარაგების კონტროლი; • სტანდარტის მიხედვით ნედლეულის შენახვა; • ნახევარფაბრიკატების ეტიკეტირებისა და ვარგისიანობის კონტროლი.
• საშუალო სამუშაო მოცულობა: 4+3 (4 სამუშო დღე კვირაში, 3 დასვენების დღე); • გაუთვალისწინებელი სამუშაოს შესრულება[ქეითერინგი]: მოცულობის მიხედვით, ჯამური % სამზარეულოს თანამშრომლებისთვის 10%;
• ანაზღაურების პირობა: • თვეში ორჯერ;
• ბენეფიტები: • ჯანმრთელობის დაზღვევა (მე-4 თვიდან 50% დაფინანსებით); • წელიწადში ერთი ორ დღიანი აქტივობა დასვენებისა და თიმბილდინგის დანიშნულებით ზაფხულის პერიოდში; • ანაზღაურებადი შვებულება ზაფხულში.