სამედიცინო ცენტრი "
მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში.
"მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.
სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" ქალაქ თბილისში აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის (დამლაგებლის) პოზიციაზე.
სულ ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3
მისამართი: დიღომი, ესმა ონიანის 10.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 09:00 - დან 18:00 - მდე (ორი დღე დასვენება);
ანაზღაურება: საწყისი 1100 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1;
მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 9.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 09:00 - დან 18:00 - მდე (ორი დღე დასვენება);
ანაზღაურება: საწყისი 1100 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1;
მისამართი: ვაჟა ფშაველას მე-3 კვარტალი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 08:00-დან 16:00-მდე, შაბათს 08:00-დან 15:00-მდე. კვირა-დასვენება.
ანაზღაურება: საწყისი 1100 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია დიასახლისად მუშაობის გამოცდილება.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სისუფთავეზე ზრუნვა;
- სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა.
პროფესიული უნარ-ჩვევები
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- პასუხისმგებლიანი;
- მოწესრიგებული;
რას გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ფასდაკლებას ლაბორატორიულ კვლევებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ (თანამშრომლისთვის და მისი ოჯახის წევრისთვის);
- მეგობრულ გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:
[email protected]გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას.
რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სამედიცინო ცენტრ“
მრჩეველის“ (ს/კ: 204954497) მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სამედიცინო ცენტრ
„მრჩეველის“ მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადისა;
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული
პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სამედიცინო ცენტრს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე:
[email protected]