კომპანია "ჰეფი ფეთი" (შპს "ვიტამინი") — ძაღლისა და კატის საკვებისა და აქსესუარების სადისტრიბუციო კომპანია — აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში, წინასწარ გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
- სამუშაო დღის ბოლოს, ობიექტებიდან ამოღებული თანხების სალაროში/ბანკში შეტანა;
- თვეში ერთხელ ან ორჯერ რეგიონებში საქონლის დისტრიბუცია;
- სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართულ მუშაობასა და ჰიგიენაზე ზრუნვა;
- სალაროს აპარატსა და ზედნადებებზე მუშაობა (არცოდნის შემთხვევაში, ჩვენ შეგასწავლით).
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მართვის მოწმობა: B კატეგორია (მექანიკა), მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილებით;
- კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა და პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის, ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00), შაბათი (10:00-14:00)
ანაზღაურება: საწყისი ხელფასი - 1300 ლარი + ბონუსი.
ყურადღება: ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.