t
ვეძებთ ბარისტას კოფი შოპში[email protected] · თბილისიმეფუტკრე
დისტრიბუტორი
თბილისილოჯისტიკა, საწყობი
Полная занятость1-2 года
от ₾1 200 (период оплаты — в объявлении)
დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
1 день назад4 просмотра
Описание
შპს „მეფუტკრე“ აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და ენერგიულ თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს სადისტრიბუციო გუნდს.
რას გთავაზობთ?
- წინასწარ დაგეგმილ და უბნების მიხედვით ორგანიზებულ მარშრუტებს;
- დღიურად საშუალოდ 15–25 სავაჭრო ობიექტის მომსახურებას;
- სამუშაო დღის დასრულებას მარშრუტის დასრულებისთანავე — უმეტეს შემთხვევაში სამუშაო სრულდება დაახლოებით 13:00–14:00 საათისთვის;
- სტაბილურ სამუშაო გარემოსა და განსაზღვრულ სამუშაო პროცესს.
ძირითადი მოვალეობები:
- ზედნადების შესაბამისად შეკვეთების დათვლა და მანქანის დატვირთვა;
- პროდუქციის დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტებში;
- ობიექტების მომარაგება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით;
- მიწოდებული პროდუქციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი.
მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მართვის გამოცდილება;
- თბილისის უბნებისა და ქუჩების კარგი ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- კარგი მათემატიკური უნარები;
- ენერგიულობა და პუნქტუალურობა;
- დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პირობები:
ანაზღაურება: 1 200 ლარი;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, მარშრუტის დასრულებამდე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected]
ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — „დისტრიბუტორი“.
