Перейти к основному содержимому
Eurobread Georgia
Eurobread Georgia

დისტრიბუციის მენეჯერი

ბათუმიმენეჯმენტი
Полная занятостьБез опыта

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

5 часов назад21 просмотр

Описание

Eurobread Georgia აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის მენეჯერის პოზიციაზე
ქ. ბათუმი გენერალ ასლან აბაშიძის 38

ძირითადი მოვალეობები:
  • სადისტრიბუციო პროცესებისა და ლოჯისტიკის სრული, ეფექტური მართვა.
  • სავაჭრო ქსელების/ობიექტების სიღრმისეული ცოდნა და არსებული ქსელის უწყვეტ, შეუფერხებელ რეჟიმში მომარაგების უზრუნველყოფა.
  • ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, ახალი სავაჭრო ობიექტების/მაღაზიების მოძიება და მოზიდვა (სადისტრიბუციო არეალის გაფართოება).
  • გაყიდვებისა და სადისტრიბუციო მარშრუტების სწორი ანალიზი და პროცესების ეფექტურობის გაზრდა.
  • დისტრიბუტორების/მძღოლ-ასისტენტების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, მოტივირება და მკაცრი კონტროლი.
  • სადისტრიბუციო პროცესების მუდმივი გაუმჯობესება, ახალი ინოვაციური მიდგომებისა და საკუთარი ხედვის დანერგვა.
  • პროდუქციის გაცემისა და მიწოდების ვადების/სტანდარტების ზუსტი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • დისტრიბუციის, გაყიდვების ან ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება (სასურველია კვების პროდუქტების სფეროში).
  • სადისტრიბუციო ქსელებისა და ბაზრის სპეციფიკის კარგი ცოდნა.
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და ახალი კლიენტების მოზიდვის დამაჯერებელი უნარი.
  • გუნდის მართვის, ლიდერობისა და კონტროლის უნარი.
  • ანალიტიკური აზროვნება და მარშრუტების/ლოჯისტიკის ოპტიმიზაციის უნარი.
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია საკუთარი ავტომობილი).

რას გთავაზობთ:
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებისა და ქსელის გაფართოების მიხედვით).
  • პროფესიული იდეებისა და საკუთარი ხედვის რეალიზების სრულ თავისუფლებას.
  • დინამიკურ სამუშაო გარემოსა და კარიერულ ზრდას.


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 558 77 77 00

Требования

გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული
მართვის მოწმობა: B

Похожие вакансии