Перейти к основному содержимому
შპს "ქართული აგრო სახლი"
შპს "ქართული აგრო სახლი"

დისტრიბუციის ცენტრის მენეჯერი

თბილისილოჯისტიკა, საწყობი
Полная занятость1-2 года
₾2 500 - ₾2 900 / месяц

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს.

20 часов назад11 просмотров

Описание

სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  •  სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი;
  • ანაზღაურება: 2900 ლარი (NET);
  •  ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  მარაგების მართვა და კონტროლი. ყოველდღიური შიდა ინვენტარიზაცია, SKU/BULK მარაგების გადამოწმება და მარაგების სიზუსტეზე სრული პასუხისმგებლობა;
  •  პროდუქციის შენახვისა და ხარისხის კონტროლი, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვა და სამაცივრო სისტემის უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის მონიტორინგი;
  •  მიწოდებისა და განაწილების პროცესების კოორდინაცია, მაღაზიის მენეჯერებთან და შესაბამის განყოფილებებთან თანამშრომლობა, შეუსაბამობებისა და ლოგისტიკური პრობლემების დროული გადაწყვეტა;
  • პროდუქციის განაწილების მართვა. პროდუქტების, მიწოდების ვადებისა და პრიორიტეტების მიხედვით განაწილების ორგანიზება;
  •  სასაწყობო დოკუმენტაციის მართვა. ზედნადებებისა და სხვა დოკუმენტაციის კონტროლი, კორექტირება/გაუქმება და შესაბამისი პროცედურების უზრუნველყოფა;
  • ყუთების რეალიზაციის კონტროლი;
  •  საწყობის თანამშრომლების მართვა. ღამის ცვლის თანამშრომლების სამუშაოს ორგანიზება, კონტროლი და ეფექტური მართვა;
  •  უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფა - საწყობის მართვის დადგენილი უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების შესრულების კონტროლი;
  •  ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება


დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: [email protected] და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეზიუმეს) შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას!

Похожие вакансии