
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
ER რეგისტრატორი
თბილისი
Полная занятостьБез опыта
დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
6 часов назад11 просмотров
Описание
„კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი” აცხადებს ვაკანსიას ER რეგისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1
სამუშაო განრიგი: 24 საათიანი მორიგეობა (ყოველ მეოთხე დღეს)
ძირითადი ფუნქციები:
- გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსული პაციენტის რეგისტრაცია;
- პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
- პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
- მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
- სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა;
- MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ გაანცხადი და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.
კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected]
პირობების გასაგებად დარეკეთ ნომერზე: +995 555 95 55 78
მისამართი: თბილისი, 0159, ჩაჩავას ქ N1, "კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი" III სართული
გისურვებთ წარმატებას!
Требования
ენები: რუსული
Похожие вакансии






