Перейти к основному содержимому
ზღაპარი
ზღაპარი

ფილიალის მენეჯერი

თბილისიმენეჯმენტი
Полная занятостьБез опыта
от ₾1 800 / месяц

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

3 часа назад10 просмотров

Описание

კომპანია „ზღაპარი“ 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დღეს, ქვეყნის მასშტაბით 48 მარკეტს აერთიანებს. ჩვენ, მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ჩვენს გუნდში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს, განსხვავებული ფუნქციებითა და ანაზღაურებით, რომელიც უზრუნველყოფს მარკეტის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიან მართვას, მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას და გაყიდვების ძირითადი მაჩვენებლების შესრულებას.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
  • ფილიალში მომსახურების სტანდარტებისა და კომპანიის შიდა პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა.
  • მომხმარებელთა უკუკავშირებზე რეაგირება;
  • პროდუქციის ნაშთების, ვადების, ფასებისა და მარკირების კონტროლი;
  • შესყიდული პროდუქციის მიღების, განთავსების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესების მართვა და კონტროლი;
  • პროდუქციის თაროებზე სათანადო განლაგებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • აქციებისა და სარეკლამო აქტივობების სწრაფად განხორციელების კონტროლი;
  • სალარო ოპერაციების, ფულადი სახსრებისა და დღის დახურვის პროცედურების კონტროლი;
  • მომწოდებლებთან და კომპანიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • ფილიალის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშებისა და ინფორმაციის მომზადება;
  • ფილიალის შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების ღონისძიებების ინიცირება;
  • ახალი თანამშრომლების შერჩევისა და ადაპტაციის პროცესში ჩართულობა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია, სწავლება და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია საცალო ვაჭრობის სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ფლობა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ შრომით პირობებს;
  • საბონუსე სისტემას, კომპანიის მოქმედი პოლიტიკის შესაბამისად;
  • ანაზღაურებას სტაჟირების პერიოდში;

გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი
(შაბათი მოკლე სამუშაო დღე)
ანაზღაურება: 1800 ლარი

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

Требования

ენები: ქართული

Похожие вакансии