Перейти к основному содержимому
ბეტა ჰოლდინგი
ბეტა ჰოლდინგი

ფილიალის მენეჯერი

თბილისიმენეჯმენტი
Полная занятостьБез опыта

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

2 часа назад37 просмотров

Описание

2008 წლიდან ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში დამკვიდრებული „ბეტა ჰოლდინგი“ მრავალპროფილური და დინამიკურად განვითარებადი ორგანიზაციაა. ჰოლდინგი აერთიანებს სამ შვილობილ კომპანიას - „ბეტა ივენთი“, „ბეტა პრინტი“ და „ბეტა მატერიალსი“ - რომლებიც მომხმარებელს სრულ სარეკლამო-პოლიგრაფიულ სერვისებს, მასშტაბური ღონისძიებებისთვის საჭირო უახლეს პროფესიონალურ ტექნიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ.
ჩვენი მთავარი ღირებულება ხარისხი, მრავალფეროვნება და პროფესიონალიზმია. ჰოლდინგი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, ქმნის სტაბილურ და მრავალფუნქციურ სამუშაო გარემოს და ეძებს თავისი საქმის პროფესიონალებს, ვისთან ერთადაც კიდევ უფრო მასშტაბურ წარმატებებს მიაღწევს.

„ბეტა პრინტი“ აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
  • ფილიალის მენეჯერი უზრუნველყოფს სავაჭრო-საწარმოო პროცესების შეუფერხებელ წარმართვას,
  • მომსახურების მაღალ სტანდარტსა და ფილიალის გაყიდვების ზრდას.
  • პოზიცია გულისხმობს გუნდის ლიდერობასა და ოპერაციული ეფექტურობის მართვას კომპანიის სტანდარტების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:
  • ფილიალის ყოველდღიური ოპერაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის სრული მართვა
  • გუნდის წევრების კოორდინაცია, მოტივაცია და სამუშაო პროცესის ეფექტურობის კონტროლი
  • მომხმარებელთა მაღალი სტანდარტით მომსახურება და რთული/პრობლემური სიტუაციების ოპერატიული მოგვარება
  • შეკვეთების მიღების, დამუშავებისა და გაცემის ვადებისა და ხარისხის მკაცრი კონტროლი
  • გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი, ფინანსური ოპერაციებისა და ნაღდი ფულის ბრუნვის მონიტორინგი
  • ცენტრალურ ოფისთან მჭიდრო კომუნიკაცია, ანგარიშგება და შიდაპოლიტიკის დანერგვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • მენეჯერულ ან სახელმძღვანელო პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (სარეკლამო/სტამბურ სფეროში ან მომსახურების სექტორში მუშაობა ჩაითვლება დიდ უპირატესობად)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სრულყოფილი ცოდნა

პიროვნული და პროფესიული თვისებები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის მართვის უნარი
  • ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
  • ძლიერი ლიდერული, გუნდური მუშაობისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
  • ორიენტაცია შედეგებსა და ხარისხიან სერვისზე

რას გთავაზობთ?
  • სტაბილურ და მზარდ სამუშაო გარემოს
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: [email protected] (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995599324251

Требования

გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული

Похожие вакансии