Перейти к основному содержимому
ჯიბე ქეშ & ქერი
ჯიბე ქეშ & ქერი

ფილიალის მენეჯერის თანაშემწე

თბილისიმენეჯმენტი
Полная занятость1-2 года
от ₾1 700 / месяц

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

16 часов назад12 просмотров

Описание

კომპანია "ჯიბე Cash & Carry-ს" ნუცუბიძის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე .

ფილიალი: ქ. თბილისი, პ.დათუაშვილი N7

სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (კვირაში 6 დღე)

ანაზღაურება: 1700 ლარი ( გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 1500-1600) 

ფუნქცია-მოვალეობები:
  •  სამაცივრე კონტეინერსა და დარბაზში არსებულ მაცივრებში პროდუქციის შენახვის ტემპერატურული და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მუდმივი მონიტორინგი, ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
  •  მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა);
  •  პროდუქციის ვადების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მაღაზიის საწყობის მენეჯერისათვის;
  •  სავაჭრო დარბაზში არსებული მაცივრების დროული შევსება შესაბამისი პროდუქციით;
  •  სამაცივრე პროდუქციის შეკვეთის პროცესში მონაწილეობა;
  •  პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
  •  „წითელი ნაშთები“-ს კონტროლი; („წითელი ნაშთების“ განმარტება მოცემულია დოკუმენტში „მაღაზიის მართვის პროცედურა“)
  •  დადგენილი პერიოდულობით, მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა. შესაბამისი განყოფილებების თანამშრომლებთან კომუნიკაცია ინვენტარიზაციის შედეგების გაანალიზებისათვის;
  •  დადგენილი პერიოდულობით სამაცივრე კონტეინერის სასაქონლო მარაგების კონტროლი, შესაბამისი პროცედურის მიხედვით სასაქონლო მარაგების აღწერის ჩატარება;
  •  საწყობის მენეჯერის არ ყოფნის შემთხვევაში, მისი ფუნქცია-მოვალეობების ნაწილობრივ შესრულება, მაღაზიის მენეჯერთან შეთანხმებით. 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  •  აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  •  აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
  •  პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული

ფოსტის მისამართზე: [email protected] .  

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/wj9bNM8b

Похожие вакансии