ლოკაცია: თბილისი (სავაჭრო ცენტრები) ანაზღაურება: 800 ₾ (ფიქსირებული) + ბონუსი (ხელზე ასაღები თანხა 900დან –1400 ₾ მდე, განსხვავდება ლოკაციის მიხედვით ) გრაფიკი: მოქნილი (6-საათიანი ცვლა)
Beard.ge— საქართველოს #1 ბრენდი წვერისა და თმის მოვლის სფეროში, 2016 წლიდან. გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის პროდუქციას როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ არხებით: ონლაინ მაღაზია: https://beard.ge/ სტენდები: სითი მოლი საბურთალო, გალერია თბილისი, ისთ ფოინთი, თბილისი მოლი
სამუშაო პირობები:
მოქნილი ცვლები (5 დღე ნახევარი და 1 სრული)
გრაფიკი: 10:00-16:00მდე. მეორე ცვლა 16:00-22:00
1 დღე დასვენება
ლოკაცია:
სავაჭრო ცენტრებში განთავსებული Beard.ge-ს სტენდები
სითი მოლი საბურთალო, გალერია თბილისი, ისთ ფოინთი, თბილისი მოლი
ძირითადი ვალდებულებები:
მომხმარებელთა კონსულტირება წვერისა და თმის მოვლის საკითხებში
გაყიდვების პროცესის მართვა და სალარო ოპერაციების შესრულება
პროდუქციის მიღება, განთავსება და მარაგების კონტროლი
მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა ინდივიდუალური მიდგომით
ანაზღაურება და ბონუსები:
ფიქსირებული: 800 ₾
ბონუსი გაყიდვებიდან გამომდინარე:
ხელზე ასაღები ხელფასი ჯამში: 900–1400 ₾ - განსხვავდება ლოკაციის მიხედვით.
სეზონური ბონუსები: შავი პარასკევი, ვალენტინობა, ახალი წელი და სხვა.
დამატებითი ბენეფიტები:
Fitpass-ის დაფინანსება
საპენსიო წილის დაფინანსება
კორპორაციული სატელეფონო პაკეტი
თანამშრომლის ფასდაკლება პროდუქციაზე
ანაზღაურებადი ტრენინგები და განვითარების პროგრამები
კორპორაციული ღონისძიებები და წამახალისებელი აქტივობები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონე
მომხმარებელზე ორიენტირებულობა
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
განვითარების მოტივაცია
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.
გთხოვთ, მოგვმართოთ ვაკანსიასთან დაკავშირებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულად ეთანხმებით სამუშაო პირობებს, მათ შორის სტენდზე მუშაობის სპეციფიკას და ცვლად გრაფიკს.
ერთად შევქმნათ საუკეთესო გამოცდილება — შემოუერთდი Beard.ge-ს!