Atlas Auto ეძებს გაყიდვების მენეჯერს თბილისსა და ქუთაისში!
თუ ხარ კომუნიკაბელური, ენერგიული, გიყვარს გამოწვევები და შედეგზე მუშაობა — სწორედ შენ გეძებთ.
💼 რას გთავაზობთ?
✔️ შედეგზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას;
✔️ მეგობრულ და მოტივირებულ გუნდს;
✔️ პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
ავტომობილების სფეროში გამოცდილება ან ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შენი მონდომება, პასუხისმგებლობა და წარმატების სურვილი.