Перейти к основному содержимому
მასტერ კოფი
მასტერ კოფი

გაყიდვების მენეჯერი

ბათუმიგაყიდვები, მარკეტინგი
Полная занятостьБез опыта

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

7 часов назад13 просмотров

Описание

კომპანია „მასტერ კოფი“ არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ „COFFEESTA“-ს მფლობელი კომპანია. “მასტერ კოფს“ გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE”, “ JACOBS”, “PIAZZA DORO”, “L’OR” და უზრუნველყოფს ყავის აპარატების – Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee – მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის ძირითადი მიზანი:
აჭარისა და გურიის რეგიონებში კომპანიის გაყიდვების განვითარება, HoReCa სექტორში ახალი პარტნიორების მოზიდვა, ყავის აპარატების განთავსება და დაქვემდებარებული გუნდის ეფექტიანი მართვა.

სამუშაო გრაფიკი: 09:00–18:00 / ორშაბათი–პარასკევი /;
ანაზღაურება: ფიქსირებული (კვარტალური საბონუსე სისტემა);
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომერციული ობიექტების მოძიება, მოლაპარაკების ეფექტური წარმოება HoReCa ,საცალო, ქსელურ და სხვა კომერციულ ობიექტების წარმომადგენლებთან;
  • არსებული პარტნიორი კომპანიების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • მომსახურების ხარისხისა და პროდუქციის მოხმარების კონტროლი;
  • დაქვემდებარებული გუნდის მართვა /კოორდინაცია, დავალებებისა ზედმიწევნით სწორად გაწერა და შემდგომში მათი შესრულების კონტროლი;
  • გაყიდვების გეგმის დაწესებულ ვადებში შესრულება;
  • დავალიანებებისა და დებიტორული ნაშთების კონტროლი;
  • კომპანიის მიერ დასახული გეგმებისა და პრიორიტეტების შესრულება;
  • ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გუნდის მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • B2B ან HoReCa სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
  • სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა სასურველია;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;

სამუშაო პირობები:
  • ფიქსირებული ხელფასი
  • გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული კვარტალური ბონუსური სისტემა;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • სტაბილური სამუშაო გარემო.
  • საწვავით უზრუნველყოფა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • სტაბილური სამუშაო გარემო.
  • საწვავით უზრუნველყოფა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ულიმიტო სასაუბრო;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი (ბათუმი)
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

Требования

ენები: ინგლისური, რუსული
მართვის მოწმობა: B

Похожие вакансии