Перейти к основному содержимому
დევულ ინდასტრის
დევულ ინდასტრის

გაყიდვების მენეჯერი

თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
Полная занятостьБез опыта

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

4 часа назад8 просмотров

Описание

სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries " LLC აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით) პოზიციაზე:

სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული
სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ისნის მეტროსო (ნავთლუღის ქუჩა)
გამოსაცდელი პერიოდი (1 კვირა არანაზღაურებადი, 3 თვე ანაზღაურებადი).

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით უზრუნვეყოფას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პოტენციური კლიენტების მოძიების მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან;
  • შეკვეთის მიღება და კლიენტების ბაზაში გაფორმება;
  • შეხვედრების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში დასწრება;
  • შეკვეთის დასრულებამდე კლიენტებთან კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
  • გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებთან.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება - სავალდებულოა სატელეფონო გაყიდვების გამოცდილება 6 თვე და მეტი. ქოლ ცენტრის ან/და ლოგისტიკურ სფეროში სატელეფონო გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
  • CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (არასავალდებულო).

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გაუთვალისწინებელი შეთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries " LLC -ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "Dewool Industries " LLC მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებებს!

Требования

გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ინგლისური

Похожие вакансии