Перейти к основному содержимому
Kvari Group
Kvari Group

გაყიდვების მენეჯერი

თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
Полная занятостьБез опыта

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

8 часов назад5 просмотров

Описание

Kvari Group აცხადებს ვაკანსიას: გაყიდვების მენეჯერი — ფასადის მასალები და მომსახურება

„კვარი ჯგუფი“ ვენტილირებადი ფასადების სფეროში გამოცდილი და სანდო პარტნიორია. ჩვენ ვაერთიანებთ ხარისხიან მასალებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პროფესიონალთა გუნდს. ვმუშაობთ მთელი საქართველოს მასშტაბით და ვქმნით გამძლე, უსაფრთხო და გამორჩეულ ფასადებს.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს თბილისში.

ჩვენ ვმუშაობთ შემდეგი მოსაპირკეთებელი მასალებით:
  • ალუმინის კომპოზიტური პანელები (ACP / ალუკობონდი).
  • კომპაქტლამინატი (HPL).
  • კერამოგრანიტი.
  • ტერაკოტის პანელები.
  • ალუმინის პანელები და ლამელები.

გაყიდვების მიმართულებები:
  • ფასადის მოსაპირკეთებელი მასალები.
  • ვენტილირებადი ფასადის ქვეკონსტრუქცია.
  • ფასადის სამონტაჟო სამუშაოები.
  • ფასადის სერვისი და ტექნიკური მომსახურება.

ძირითადი მოვალეობები:
  • ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა — დეველოპერები, სამშენებლო კომპანიები და კერძო დამკვეთები.
  • სატელეფონო კომუნიკაცია, შეხვედრების დაგეგმვა და კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების წარდგენა.
  • ობიექტებზე ვიზიტი და დამკვეთის საჭიროებების განსაზღვრა.
  • ტექნიკურ გუნდთან ერთად კომერციული შეთავაზებების მომზადება.
  • მოლაპარაკებების წარმოება და კლიენტთან ურთიერთობის მართვა ხელშეკრულების გაფორმებამდე.

მოთხოვნები:
  • აქტიური გაყიდვების გამოცდილება; სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
  • ქართული ენის გამართული ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი: განიხილება გასაუბრებაზე.

გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მეილზე [email protected]

Требования

ენები: რუსული, ინგლისური
მართვის მოწმობა: B

Похожие вакансии