Перейти к основному содержимому
ინ ჰაუს დეველოპმენტ
ინ ჰაუს დეველოპმენტ

გაყიდვების მენეჯერი

თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
Полная занятостьБез опыта

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

6 часов назад3 просмотра

Описание

ინ ჰაუს დეველოპმენტ-ი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  • შემოსული ლიდების დამუშავება და გაყიდვად გარდაქმნა;
  • მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება;
  • პროექტებისა და ბინების პროფესიონალურად პრეზენტაცია;
  • შეხვედრებისა და ობიექტის დათვალიერებების ორგანიზება;
  • ფასის, გადახდის პირობებისა და სხვა კომერციული დეტალების გაცნობა და მოლაპარაკებების წარმოება;
  • გაყიდვის პროცესის მართვა პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
  • CRM სისტემაში მომხმარებლებისა და გაყიდვების პროცესის რეგულარული აღრიცხვა;
  • მომხმარებლებთან შემდგომი კომუნიკაცია და Follow-up;
  • გაყიდვების ინდივიდუალური გეგმის შესრულება;
  • ბაზრის, კონკურენტებისა და მიმდინარე შეთავაზებების მონიტორინგი;
  • გაყიდვების შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • შედეგზე და გაყიდვების მიზნების შესრულებაზე ორიენტირებულობა;
  • მომხმარებელთან პროფესიონალური ურთიერთობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და პროაქტიულობა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამებისა და CRM სისტემებთან მუშაობის უნარი.

პოზიციის მთავარი მიზანი:
კომპანიის უძრავი ქონების პროექტების ეფექტური გაყიდვა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა, არსებული ლიდების ხარისხიანად დამუშავება და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]

Требования

გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

Похожие вакансии