Перейти к основному содержимому
SAN MARCO "COLORESCO"
SAN MARCO "COLORESCO"

გაყიდვების მენეჯერი

თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
Полная занятость1-2 года
от ₾1 500 / месяц

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

17 часов назад4 просмотра

Описание

გაყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება ციფრული არხებისა და Inbox-ის ყოველდღიურ მართვაზე B2C და B2B მიმართულებით. მისი ძირითადი ამოცანაა სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, TikTok) შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე დროული, ამომწურავი და გაყიდვებზე ორიენტირებული პასუხების გაცემა, რათა ციფრული დაინტერესება გარდაიქმნას რეალურ გაყიდვად.
ბიზნეს-სეგმენტთან მუშაობის ფარგლებში უზრუნველყოფს პოტენციური B2B კლიენტების მოძიებას, ბაზრის კვლევასა და პირველადი კონტაქტის დამყარებას (ცივი ზარები და წერილები), ამზადებს ინდივიდუალურ კომერციულ შეთავაზებებსა და პრეზენტაციებს, ორგანიზებას უწევს შეხვედრებს, მონაწილეობს მოლაპარაკებებსა და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებაში.
გაყიდვის დასრულების შემდეგ კოორდინირებს ლოგისტიკურ პროცესს ოფისის მენეჯერთან ინვოისების მომზადებას, ზედნადებების (RS.ge) გაწერასა და შეკვეთის მიწოდებას. ასევე ანგარიშგებას ხელმძღვანელობას გაყიდვების დინამიკის შესახებ და უზრუნველყოფს უკუკავშირს მარკეტინგის გუნდთან სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის შესაფასებლად.


მოვალეობები:
• 1. ციფრული არხების და Inbox-ის ყოველდღიური მართვა (B2C & B2B):

• Inbox-ის ოპერატიული დამუშავება: სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, TikTok) შემოსულ ყველა წერილსა და კომენტარზე დროული, ამომწურავი და გაყიდვებზე ორიენტირებული პასუხების გაცემა.
• მომხმარებელთა კონვერტაცია: ციფრული დაინტერესების რეალურ გაყიდვად ქცევა — პროდუქტის/სერვისის დეტალური პრეზენტაცია მიმოწერაში ან მომხმარებლის სატელეფონო კომუნიკაციაზე გადმოყვანა.

• 2. B2B მიმართულება (ბიზნეს კლიენტებთან მუშაობა):

• პარტნიორების მოძიება: პოტენციური B2B კლიენტების (კომპანიების, ორგანიზაციების) აქტიური მოძიება, ბაზრის კვლევა და მათთან პირველი კონტაქტის დამყარება (ცივი ზარები/წერილები).
• კომერციული შეთავაზებები: სპეციფიკური, ინდივიდუალური კომერციული შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადება ბიზნეს სეგმენტისთვის.
• მოლაპარაკებები და შეხვედრები: B2B პარტნიორებთან შეხვედრების ორგანიზება, პირობების შეთანხმება და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმება ხემძღვანელობასთან შეთანხმებით.

• 3. კლიენტებთან ურთიერთობა და პროცესის ადმინისტრირება:

• B2C და B2B კლიენტების ბაზის მართვა: მომხმარებელთა მონაცემების, შეკვეთების ისტორიისა და მიმდინარე მოლაპარაკებების სტატუსების ზუსტი აღრიცხვა.
• ლოგისტიკური ჯაჭვის კოორდინაცია: ოფის მენეჯერთან მჭიდრო კავშირი გაყიდვის დასრულებისთანავე, რათა დროულად მომზადდეს ინვოისები, გაიწეროს ზედნადებები (RS.ge) და მოხდეს შეკვეთის მიწოდება.
• ლოიალურობის შენარჩუნება: არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, უკუკავშირის მიღება და განმეორებითი გაყიდვების (Upselling) სტიმულირება.

• 4. რეპორტინგი და ანალიტიკა:

• მარკეტინგთან სინქრონი: სოც. მედიის სტრატეგთან მუდმივი უკუკავშირი — ინფორმაციის მიწოდება, თუ რომელი სარეკლამო კამპანიიდან შემოდიან ყველაზე მეტად მყიდველი (და არა უბრალოდ "ფასით დაინტერესებული") კლიენტები.
• გეგმების შესრულება და რეპორტი: ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება და ხელმძღვანელობისთვის გაყიდვების დინამიკის შესახებ ანგარიშის წარდგენა.

Требования

სასურველი თვისებები:
• კომუნიკაციის მაღალი ხარისხი;
• ორიენტირებულობა შედეგზე და ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულებაზე;
• ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• პასუხისმგებლობის გრძნობა და ვალდებულებების დროული შესრულება;
• პროაქტიულობა და თვითინიციატივით მუშაობის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი მარკეტინგისა და ადმინისტრაციის გუნდებთან კოორდინაციისთვის;
• ემოციური მდგრადობა და ზომიერება რთულ კომუნიკაციებში;
• მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.

Условия и бонусы

სამუშაო პირობები:
• სრული განაკვეთი, სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00 (შესაძლებელია კორექტივა);
• ხელფასი: ფიქსირებული + პროცენტული ბონუსი გაყიდვების მიხედვით;
• ოფიციალური დასაქმება;
• კომფორტული სამუშაო გარემო და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

ბონუსები:
საბონუსე სისტემა

Похожие вакансии