Перейти к основному содержимому
HH Recruitment
HH Recruitment

გენერალური მენეჯერი

თბილისიმენეჯმენტი
Полная занятостьБез опыта

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

7 часов назад98 просмотров

Описание

დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე თბილისიში ერთ-ერთი ქსელური კაფესთვის

სამუშაო აღწერილობა:
  • კაფეების ქსელის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კოორდინაცია (8 ობიექტი);
  • ფილიალების ოპერაციული მაჩვენებლების კონტროლი და გაუმჯობესება;
  • გაყიდვების ზრდისა და ფინანსური მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა;
  • ბიუჯეტის დაგეგმვა, ფინანსური შედეგების ანალიზი და ხარჯების კონტროლი;
  • მომსახურების სტანდარტებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველყოფა;
  • ფილიალების მენეჯერების საქმიანობის მართვა, შეფასება და განვითარება;
  • თანამშრომელთა მოზიდვის, შერჩევისა და მოტივაციის პროცესებში მონაწილეობა;
  • მარაგების, შესყიდვებისა და მომწოდებლებთან ურთიერთობების კონტროლი;
  • მენიუს პერიოდული გადახედვა, განახლება და განვითარება ბაზრის ტენდენციებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად;
  • ახალი ბიზნესშესაძლებლობებისა და განვითარების მიმართულებების იდენტიფიცირება;
  • მფლობელებისთვის/დირექციისთვის რეგულარული ანგარიშგების /რეპორტის მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია ბაკალავრის ხარისხი.
  • უმაღლესი განათლება (საურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ეკონომიკისა ან მონათესავე სფეროში).
  • განიხილებიან კანდიდატები Retail და Banking მიმართულებიდანაც (Category Manager, Branch Manager, Corporate Banker - მინ. 5 წლიანი გამოცდილებით)
  • პრიორიტეტულია გამოცდილება საერთაშორისო სასტუმროს ბრენდის რესტორანის, ქსელური საკვები ობიექტის ან ყავის ბიზნესში.
  • მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება შემდეგ პოზიციებზე: გენერალური მენეჯერი; ბიზნეს განვითარების მენეჯერი, ქსელის ხელმძღვანელი; ფილიალის დირექტორი.
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: [email protected]

გისურვებთ წარმატებებს!

Требования

გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური, რუსული, ქართული

Похожие вакансии