Перейти к основному содержимому
ბეტა პრინტი
ბეტა პრინტი

გრაფიკული დიზაინერი

ბათუმიხელოვნება, მეცნიერება
Полная занятостьБез опыта

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

5 часов назад36 просмотров

Описание

გრაფიკული დიზაინერის ვაკანსია „ბეტა პრინტში“!

2008 წლიდან ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში დამკვიდრებული „ბეტა ჰოლდინგი“ მრავალპროფილური და დინამიკურად განვითარებადი ორგანიზაციაა. ჰოლდინგი აერთიანებს სამ შვილობილ კომპანიას — „ბეტა ივენთი“, „ბეტა პრინტი“ და „ბეტა მატერიალსი“ — რომლებიც მომხმარებელს სრულ სარეკლამო-პოლიგრაფიულ სერვისებს, მასშტაბური ღონისძიებებისთვის საჭირო უახლეს პროფესიონალურ ტექნიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ.

ჩვენი მთავარი ღირებულება ხარისხი, მრავალფეროვნება და პროფესიონალიზმია. ჰოლდინგი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, ქმნის სტაბილურ და მრავალფუნქციურ სამუშაო გარემოს და ეძებს თავისი საქმის პროფესიონალებს, ვისთან ერთადაც კიდევ უფრო მასშტაბურ წარმატებებს მიაღწევს.

რას ვეძებთ კანდიდატში?

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
  • მაღალი შინაგანი მოტივაცია და ინიციატივიანობა
  • დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება

პროფესიული უნარები:
  • განვითარებული შემოქმედებითი ხედვა და სხარტი აზროვნება
  • დროის ეფექტიანად დაგეგმვისა და მართვის უნარი
  • გრაფიკული პროგრამების ცოდნა: CorelDraw, Adobe Illustrator, Adobe Photoshop

ძირითადი მოვალეობები
  • ბეჭდვითი და ელექტრონული მარკეტინგული მასალების დიზაინის მომზადება, არსებულის კორექტირება და მაღალი პროფესიული სტანდარტით დაკაბადონება
  • კომპანიის ვიზუალური სტილისა და ბრენდინგის მიმართულებების განვითარებაში მონაწილეობა
  • მომხმარებელთა მოთხოვნებისა და ტექნიკური მახასიათებლების ზუსტი თარგმნა ვიზუალურ ენაზე

რას გთავაზობთ?
  • კომფორტული, მეგობრული და ჯანსაღი სამუშაო გარემო.
  • კონკურენტული ანაზღაურება + KPI
  • პროფესიული და კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობები მუდმივად მზარდ ჰოლდინგში

შემოგვიერთდი!
გამოგვიგზავნე შენი CV რეზიუმე და პორტფოლიო მისამართზე: [email protected]
ან დაგვიკავშირდი ნომერზე: +995 599 32 42 51

Требования

ენები: ქართული

Похожие вакансии