ჯიბე ქეშ & ქერი
ინვენტარიზაციის სპეციალისტი - მობილური ჯგუფი
Полная занятостьБез опытаთბილისი
₾1 500 - ₾1 900 / месяц
19 часов назад5 просмотров
Описание
კომპანია ჯიბე "Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას მობილური სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე
შენიშვნა: პოზიცია ითვალისწინებს ხშირ მივლინებებს საქართველოს მასშტაბით
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება 1500₾ , პერიოდული ზრდა გამოსაცდელ პერიოდში 1900 ლარამდე
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების კონტროლი მაღაზიაში, ყველა მიმართულებით, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად;
- პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების კონტროლი;
- პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
- სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის კონტროლი;
- სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
- მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად;
- ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების მომენტალური გადამოწმება შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით (კამერის ჩანაწერი, პროგრამული უზრუნველყოფა).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის მიმართულებით გამოცდილება;
- აუცილებელია პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
- სასურველია სასაქონლო მარაგების მართვის პროგრამის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება აპექსის მცოდნეს).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მობილური სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/nma0wPKd


