Перейти к основному содержимому
პაბ ინვესტი
პაბ ინვესტი

იურიდიული დეპარტამენტის სპეციალისტი

თბილისიიურიდიული
Полная занятостьБез опыта

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

4 часа назад65 просмотров

Описание

„პაბ ინვესტი“ - საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ფინანსური ორგანიზაცია გთავაზობთ დასაქმებას. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიიღე მრავალპროფილური კვალიფიკაცია, რითაცშეძლებ დაეხმარო ადამიანებს ფინანსური მდგომარეობის რეაბილიტაციაში.
იმუშაო ჩვენთან, ნიშნავს, შეუერთდე საქართველოს ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომელიც 2019 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს, თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ფონდთან და ორგანიზაციასთან.

პაბ ინვესტი აცხადებს ვაკანსიას იურიდიული დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი
ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 10:00-16:00 საათამდე

ძირითადი ფუნქციები:
  • დოკუმენტაციის დასკანერება და აღრიცხვა;
  • აღრიცხული დოკუმენტაციის პროგრამულად ასახვა;
  • აღრიცხული დოკუმენტაციის დაბაინდერება;
  • ელ-ფოსტის მართვა;
  • საფოსტო გზავნილების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel-მომხმარებლის დონეზე);
  • ანალოგიურ სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

პიროვნული მახასიათებლები:
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანზების უნარი;
  • პუნქტუალურობა.

გთავაზობთ:
  • განვითარებას და კარიერულ წინსვლას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფიტპასს;

დაინტერესების შემთხვევაში თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს - გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: [email protected]. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.
მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.


Требования

ენები: ქართული

Похожие вакансии