Перейти к основному содержимому
ელისიუმი
ელისიუმი

ხელმძღვანელის ასისტენტი

ბათუმიმენეჯმენტი
Полная занятостьБез опыта
₾2 000 - ₾3 000 (период оплаты — в объявлении)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

4 часа назад11 просмотров

Описание

კომპანია ელისიუმი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ხელმძღვანელის ასისტენტი

ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელიც თავისუფლად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს და აქვს გამართული კომუნიკაციის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:
  • ხელმძღვანელის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, შეხვედრების დაგეგმვა და დავალებების შესრულების კონტროლი;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია და კომპანიის პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ პირველადი კონსულტაციის გაწევა;
  • შემოსული მოთხოვნების დამუშავება და კლიენტებთან შემდგომი კომუნიკაცია;
  • განყოფილების საქმიანობის კოორდინაცია და თანამშრომლებთან ეფექტიანი ურთიერთობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა — სავალდებულოა;
  • გამართული ზეპირი და წერილობითი მეტყველება;
  • კლიენტებთან ურთიერთობისა და კომპანიის შეთავაზებების მკაფიოდ წარდგენის უნარი;
  • ორგანიზებულობა, ყურადღებიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კლიენტებთან მუშაობის ან ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:
  • გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში ანაზღაურება — თვეში 2 000 ლარი;
  • გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ — თვეში 3 000 ლარი და ბონუსები;
  • ხუთდღიანი სამუშაო კვირა, 09:00დან 19:00 საათამდე;
  • სამუშაო ადგილზე მისვლა და უკან დაბრუნება უზრუნველყოფილია უფასო ტრანსპორტით;
  • სამუშაო ადგილზე უზრუნველყოფილია კვება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე და მოკლე ინფორმაცია თქვენ შესახებ:[email protected]

Требования

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

Похожие вакансии