Перейти к основному содержимому
Caucas Transport Solutions
Caucas Transport Solutions

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
Полная занятостьБез опыта
₾2 000 - ₾3 000 / месяц

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

6 часов назад9 просмотров

Описание

„Caucas Transport Solutions“ (CTS) წარმოადგენს გერმანული სატრანსპორტო ჰოლდინგის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. 2012 წლიდან კომპანია წარმატებით ოპერირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე — აერთიანებს სატრანსპორტო-საექსპედიტორო მიმართულებებს და უზრუნველყოფს სრული მასშტაბის საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო ლოჯისტიკურ სერვისებს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ ვებგვერდზე: www.cts.ge

გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით, CTS იწვევს ამბიციურ და გამოცდილ პროფესიონალს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • ახალი კორპორატიული კლიენტების აქტიური მოძიება (B2B);
  • კლიენტების ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული სატრანსპორტო/ლოჯისტიკური მომსახურების შეთავაზება;
  • არსებულ კორპორატიულ პორტფელთან თანამშრომლობა, პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და გაყიდვების გაზრდა (Up-selling / Cross-selling);
  • კომერციული წინადადებების მომზადება, ხელშეკრულებების შეთანხმება და გაფორმება;
  • გაყიდვების ინდივიდუალური გეგმების შესრულება და შედეგების პერიოდული რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სატრანსპორტო/ლოჯისტიკურ სექტორში B2B გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სპეციფიკისა და ბაზრის კარგად ცოდნა;
  • ახალი ბიზნეს კონტაქტების მოზიდვისა და გაყიდვების სრული ციკლის დამოუკიდებლად მართვის უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა (სამუშაო და საქმიანი კომუნიკაციის დონეზე);
  • საოფისე პროგრამების (MS Office, Excel და E-mail) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • BIA მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • დარწმუნების, ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის გამოკვეთილი უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და სტრესულ/ცვალებად გარემოში სწრაფი ორიენტაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პუნქტუალურობა.

რას გთავაზობთ:
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას: 2000 - 3000 ლარიდან (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით) + მოქნილი საბონუსე სისტემა;
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას;
  • კორპორატიულ მობილურს (ულიმიტო პაკეტი);
  • სამუშაო ვიზიტებისა და შეხვედრებისთვის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
  • პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • თანამედროვე, სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობა.

სამუშაო პირობები და განაცხადის მიღება:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი (10:00 – 18:00)
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის №145, HOB ბიზნეს ცენტრი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი“

Требования

გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური, რუსული

Похожие вакансии