Перейти к основному содержимому
ჯორჯიან ქარდი
ჯორჯიან ქარდი

კურიერ-ტექნიკოსი (ბათუმი)

ბათუმიმძღოლი, კურიერი
Полная занятостьБез опыта
от ₾1 700 (период оплаты — в объявлении)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

17 часов назад6 просмотров

Описание

გაქვს საკუთარი მოპედი ან სკუტერი? გამოიმუშავე თვეში 1700 ლარამდე!

საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია „ჯორჯიან ქარდი“ ბათუმში ეძებს კურიერ-ტექნიკოსს.

თუ გიყვარს მოძრავი სამუშაო, გაქვს საკუთარი მოპედი ან სკუტერი და გსურს სტაბილური შემოსავალი, ეს პოზიცია შენთვისაა.

რას გთავაზობთ?
• შემოსავალს თვეში 1700 ლარამდე — ანაზღაურება დამოკიდებულია შესრულებული დავალებების რაოდენობაზე;
• 3–4-დღიან ტრენინგს — ტექნიკური გამოცდილება აუცილებელი არ არის; სამუშაოს დაწყებამდე ადგილზე შეისწავლი ყველა საჭირო ტექნიკურ საკითხს.

 რას გააკეთებ?
• POS ტერმინალების სავაჭრო ობიექტებზე მიტანასა და განთავსებას;
• ობიექტის წარმომადგენლებისთვის ტერმინალის ძირითადი ფუნქციების გაცნობას;
• POS ტერმინალის აქსესუარების მიტანას;
• მარტივი ტექნიკური სამუშაოების შესრულებას, როგორიცაა: POS ტერმინალის ელემენტის ამოცვლა, ქვითრის ქაღალდის შეცვლა და ა.შ. 

ვის ვეძებთ?
• გაქვს საკუთარი, ტექნიკურად გამართული მოპედი ან სკუტერი;
• გაქვს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
• ხარ კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
შემოგვიერთდი და მიიღე სტაბილური შემოსავალი შენი მოპედის გამოყენებით!

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე ან დაგვიკავშირდი:



Похожие вакансии