ცენტრალ მენეჯმენტ გრუპი
მარკეტინგის მენეჯერი
Полная занятостьБез опытаთბილისი
от ₾2 000 / месяц
5 часов назад92 просмотра
Описание
CMG — საინვესტიციო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება Tower Group-ისა და პარტნიორი დეველოპერების უძრავი ქონების პროექტების სტრატეგიულ განვითარებასა და ექსკლუზიურ გაყიდვებზე — ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატს მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
თუ გაინტერესებთ უძრავი ქონების სფერო და გსურთ კარიერული განვითარება დინამიკურ გარემოში, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები:
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა;
- სოციალური მედიის პლატფორმების მართვა და ეფექტური კონტენტის შექმნა;
- ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
- სარეკლამო და პრომო მასალების მომზადებაში ჩართულობა;
- გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარე პროექტების ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო/დეველოპერულ სექტორში;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
- ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სწრაფად მზარდ კომპანიაში;
- დინამიკურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00. შაბათ-კვირასა და ოფიციალურ უქმე დღეებში დასვენება.
- სახელფასო ანაზღაურება : 2000-3000 ლარი , სრულად დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარებზე
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
აღნიშნული ვაკანსია აქტიურია ორ ქალაქში: თბილისსა და ბათუმში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ სვ ელ-ფოსტაზე: [email protected]
გისურვებთ წარმატებას!
Требования
ენები: ინგლისური


