ვიწვევთ პასუხისმგებლიან და პუნქტუალურ მძღოლს ბავშვების ტრანსპორტირებისთვის.
მოვალეობა:
წინასწარ შეკრებილი ბავშვების ჯგუფის მასწავლებელთან ერთად ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე უსაფრთხოდ გადაყვანა. ტრანსპორტირებისთვის მძღოლს გადაეცემა კომპანიის მიკროავტობუსი, რომლის მოვლა და გაფრთხილებაც მისი პასუხისმგებლობა იქნება.
პირობები:
- ორშაბათი-პარასკევი, 08:00-18:00;
- დღის განმავლობაში 2-საათიანი შესვენება;
- ანაზღაურება - 1 500 ლარი;
- შაბათ-კვირა და ოფიციალური დღესასწაულები - დასვენება;
- საჭიროების შემთხვევაში შაბათ-კვირას მუშაობა - 120 ლარი/დღე;
- ზამთრისა და გაზაფხულის არდადეგები ანაზღაურებადია;
- ზაფხულში შესაძლებელია სხვა სამუშაოს შეთავაზება განსხვავებული პირობებით.
მოთხოვნები:
- D/D1 კატეგორია;
- უსაფრთხო მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
- ასაკობრივი შეზღუდვა არ არის.
სამუშაო ადგილი: ნახალოვკა - თემქა.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ელფოსტაზე:
[email protected] ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: (გიორგი)