Перейти к основному содержимому
Работодатель
Работодатель

მებაღე

თბილისი
Полная занятостьБез опыта
от ₾1 500 / месяц

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

6 часов назад80 просмотров

Описание

შპს „უნ 1“ აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა №46
ანაზღაურება: 1 500 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი — 10:00–19:00;
შაბათი — არასრული სამუშაო დღე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • მებაღის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს გამწვანებული ტერიტორიებისა და არსებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, მათ შორის:
  • გაზონის რეგულარული გაკრეჭვა და მოვლა;
  • საჭიროების შესაბამისად ხეებისა და ბუჩქების დარგვა და გადარგვა;
  • მცენარეთა ფორმირებითი ჭრის განხორციელება;
  • ხეებისა და ბუჩქების სანიტარული ჭრა და გამოხშირვა;
  • მცენარეთა გარშემო სარწყავი ჯამების მოწყობა და ნიადაგის გაფხვიერება;
  • მცენარეთა საჭიროებების შესაბამისად მინერალური და ორგანული სასუქების შეტანა;
  • მცენარეთა პრევენციული და საჭიროებისამებრ სამკურნალო შეწამვლა მცენარეთა დაცვის შესაბამისი საშუალებებით;
  • გამწვანებული ტერიტორიების სარეველებისგან გაწმენდა;
  • საჭიროების შესაბამისად მცენარეთა მორწყვა;
  • სამუშაო ინვენტარის სათანადო გამოყენება, მოვლა და სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ მოწესრიგება და დასაწყობება;
  • სამუშაო მასალებისა და ინვენტარის საჭიროების შესახებ უფროსი მებაღის დროული ინფორმირება;
  • გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი სამებაღეო სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • მცენარეთა მოვლა-პატრონობის ძირითადი პრინციპების საბაზისო ცოდნა;
  • ფიზიკური სამუშაოს შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამებაღეო ინვენტარის გამოყენების ცოდნა
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს მებაღედ მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაზგავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე [email protected]. შეტყობინების სათაურში მიუთითეთ მებაღე
განცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 10 ოქტომბერი.

Требования

ენები: ქართული

Похожие вакансии