Перейти к основному содержимому
სასტუმრო გისტოლა
სასტუმრო გისტოლა

მიმტანი

მესტიამიმტანი, ბარმენი
Полная занятостьБез опыта
от ₾1 500 / месяц

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

9 часов назад15 просмотров

Описание

5 ვარსკლავიანი სასტუმრო „გისტოლა“ მესტიაში, აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრის დახვედრა მაქსიმალური კეთილგანწყობით;
  • შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
  • მაგიდის სერვირების უზრუნველყოფა;
  • შვედური მაგიდის მომსახურება;
  • სარესტორნო გაყიდვების პროგრამაში შეკვეთის გაფორმება;
  • სტუმრების მხრიდან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, სიტუაციის მართვა ან უშუალო მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური ენა აუცილებელია, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.)

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ფიზიკურად შრომის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ვუზრუნველყოფთ კომფორტულ საცხოვრებელს, სასტუმროში არის განკუთნილი ოთახები სტაფის წევრებისთვის. (ერთნაირი სქესის წარმომადგენილი, 3 პერსონა 1 ოთახში)
  • სამჯერადი კვება უზრუნველყოფილია.
  • უფასო პრემიუმ კლასის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
  • 30%-იანი ფასდაკლება ჩვენ რესტორანში.
  • Day off - ერთი დღე კვირაში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ან whatsapp-ზე: +995 511 29 29 66

გისურვებთ წარმატებას!

Требования

ენები: ქართული, ინგლისური

Похожие вакансии