კომპანია „კრაფტ ფუდი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
თუ ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი და გსიამოვნებს მომხმარებელთან ურთიერთობა, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
მოვალეობები:
• მომხმარებლების სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება;
• შეკვეთების მიღება და სალარო აპარატთან მუშაობა;
• ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება;
• შეკვეთების სისტემაში სწორად ასახვა;
• სალაროს დისციპლინისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა;
• მომხმარებლებისთვის სასიამოვნო მომსახურების გაწევა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად.