Перейти к основному содержимому
ზოომარტი
ზოომარტი

მოლარე-კონსულტანტი

თბილისიგამყიდველი, მოლარე, კონსულტანტი
Полная занятостьБез опыта
от ₾1 000 (период оплаты — в объявлении)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

4 часа назад3 просмотра

Описание

საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი „ზოომარტი“ 2014 წლიდან ვითარდება და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 43 საცალო ფილიალს.
„ზოომარტის“ ასორტიმენტში წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი ბრენდები, მათ შორის: ADVANCE, ACANA, ORIJEN, WELLNESS, WHIMZEES, JOSERA, FERPLAST, KONG, VERSELE-LAGA, NATURE'S VARIETY, FLEXI, BEAPHAR, EARTH RATED, APPLAWS, ANIMONDA, OXBOW, CANVIT PLUS, ANIMOLOGY, MORANDO, BREKKIES, DORIAN და CATZONE.

ფილიალების მისამართების სანახავად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://zoomart.ge/ka/store-locator

კომპანია აცხადებს ვაკანსიას „მოლარე-კონსულტანტის“ პოზიციაზე

სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა
გრაფიკი: სრული, ცვლებში - თვეში საშუალოდ 15-17 სამუშაო დღე;
(არაუმეტეს შრომითი კოდექსით განსაზღვრული საათებისა)
სამუშაო საათები : 10:00 – 21:00
ადგილი: ქ. თბილისი;

ანაზღაურება:
ფიქსირებული ანაზღაურება: 1000 ლარი;
ყოველთვიური ბონუსი: 1000 ლარამდე;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქტის შერჩევაში დახმარება;
  • გაყიდვების ეფექტურად განხორციელება და მომხმარებლის ხარისხიანი მომსახურება;
  • პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა და მომხმარებლისთვის მარტივად გაცნობა;
  • სალაროში ოპერაციების მართვა და გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესების წარმოება;
  • სამუშაო და სავაჭრო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო ან უმაღლესი განათლება;
  • ასაკი - 18 წლიდან;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

ბენეფიტები :
  • ანაზღაურებადი სტაჟირება;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.
  • ფიტპასი.

თუ გსურთ გახდეთ ზოომარტის გუნდის წევრი და განვითარდეთ სტაბილურ კომპანიაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: [email protected]
წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მოლარე-კონსულტანტი“.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ანდა რეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას და გელოდებით ზოომარტის გუნდში!

Требования

ენები: ინგლისური, ქართული

Похожие вакансии