GASTRO LAB აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მოლარე-კონსულტანტი — MORE THAN SWEET (კრეპებისა და ვაფლების მიმართულებით)
ფუნქცია-მოვალეობები:
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
- მომხმარებლებისგან შეკვეთების მიღება და პროგრამაში გატარება;
- კრეპებისა და ვაფლების მომზადება;
- შეკვეთების სწორად და დროულად გაცემა;
- მომხმარებლების მომსახურება;
- Glovo-სა და Wolt-ის შეკვეთების მიღება, გატარება და დროულად გაშვება;
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა.
- კრეპებისა და ვაფლების მომზადების გამოცდილება სასურველია. თუ მსგავსი გამოცდილება არ გაქვს, მაგრამ გაქვს შესაბამისი უნარები და სურვილი, საჭირო პროცესებს ადგილზე გასწავლით.
საერთო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გამართული და კომუნიკაბელური მეტყველება ქართულ ენაზე;
- უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სისწრაფე და სისუფთავის დაცვა სამუშაო პროცესში.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 70 ლარიდან + ბონუსი;
- გრაფიკი: 2 სამუშაო დღე / 2 დასვენება;
- სამუშაო საათები: 10:00-22:00;
- სამუშაო ადგილი: Galleria Tbilisi;
- სტუდენტებისთვის მოქნილი სამუშაო გრაფიკი.
ბენეფიტები:
- კვებით უზრუნველყოფა;
- დაწინაურებისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სტაბილური სამუშაო გარემო.
CV-ის გამოგზავნისას გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.