კომპანია "ელექტრონი" იწვევს მოლარე-ოპერატორს დეკრეტში მყოფი თანამშრომლის პოზიციის დროებით შესავსებად.
"ელექტრონი" 22-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა და წარმოადგენს სადენებისა და საკაბელო აქსესუარების საბითუმო ბაზას.
ლოკაცია: დიღომი, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარალელურად.
ანაზღაურება და ბენეფიტები:
- ხელფასი: 1, 200 ლარი ხელზე;
- დამატებით მოქმედებს პრემიის სისტემა;
- პრემია ერიცხება ოფიციალურად დასაქმებიდან 2 თვის შემდეგ, ყოველი თვის დასაწყისში;
- პრემიის ოდენობა დამოკიდებულია ბრუნვაზე და სტაბილურად შეადგენს 200 ლარზე მეტს, ხოლო შესაძლოა 400 ლარამდე გაიზარდოს;
- კვება კომპანიისგან.
სამუშაო გრაფიკი:
- კვირაში 5 სამუშაო დღე;
- სამუშაო საათები: 09:30-18:00;
- გარკვეულ დღეებში, მორიგეობის შესაბამისად, სამუშაო იწყება 09:00 საათზე;
- კვირა — დასვენების დღე;
- შაბათს მუშაობა არის მორიგეობით — ყოველ მეორე შაბათს დასვენება;
- სამუშაო შაბათის შემთხვევაში, დასვენების დღე გადადის კვირის სხვა დღეს, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- ზედნადებების ატვირთვა;
- ჩარიცხვების კონტროლი;
- სალაროს წარმოება და კონტროლი;
- შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- ყოველდღიური საოპერაციო საკითხების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სალაროსთან მუშაობის გამოცდილება — აუცილებელია;
- ინგლისური ენის ცოდნა — აუცილებელია;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღებიანობა და სიზუსტე;
- კომუნიკაციის კარგი უნარი;
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ხელშეკრულება: პოზიცია არის დროებითი. ვინაიდან ვაკანსია დაკავშირებულია თანამშრომლის დეკრეტულ შვებულებასთან.
დასაქმების დასაწყისში გათვალისწინებულია 1-კვირიანი საცდელი პერიოდი, რის შემდეგაც თანამშრომლობა გაგრძელდება ასევე 1-თვიანი საცდელი პერიოდით - ორივე შემთხვევა არის ანაზღაურებადი.
თუ თანამშრომლობა წარმატებული იქნება და ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება, შესაძლებელია ხელშეკრულების ვადის გაგრძელება.
გელოდებით "ელექტრონის" გუნდში!