Перейти к основному содержимому
სავალდებულო დაზღვევის ცენტრი
სავალდებულო დაზღვევის ცენტრი

მოლარე-ოპერატორი

მარნეულიგამყიდველი, მოლარე, კონსულტანტი
Полная занятостьБез опыта

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

3 часа назад18 просмотров

Описание

ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის უზრუნველყოფას. www.tpl.ge

მოლარე-ოპერატორის ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
  • სალარო ოპერაციების წარმოება;
  • სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პოლისების რეალიზაცია;
  • ყოველდღიური შემოვალ-გასავლის ორდერის/საოპერაციო დღიური საბუთების ორგანიზება;
  • სალაროს ნაშთის კონტროლი;
  • ოპერაციების პროგრამული შესრულება;
  • თანხის ინკასაცია;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების სახით ჩატარებული ოპერაციების შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
  • სალაროს აპარატის Z ანგარიშების შესაბამისობის შემოწმება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული საქმიანობის შესრულება.

მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები:
  • გამართული, სწორი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შეფერხებების მართვის უნარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება;
  • გამოცდილება: სასურველია მოლარე - ოპერატორად მუშაობის სულ მცირე 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ენები: აუცილებელია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული);
  • უნარ-ჩვევები: Microsoft Office;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: მარნეული, სოფელი სადახლო;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/7VvcowWd

Требования

გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ინგლისური, რუსული

Похожие вакансии