Перейти к основному содержимому
ნიკორა
ნიკორა

მზარეული

თბილისიმზარეული, მცხობელი, დამხმარე
Полная занятостьБез опыта
от ₾1 100 (период оплаты — в объявлении)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

11 часов назад4 просмотра

Описание

ჩვენი ისტორია 1998 წელს დაიწყო.

კომპანიის პირველი ნაბიჯები ხორცპროდუქტების წარმოებას უკავშირდება, თუმცა წლების განმავლობაში განვითარების შედეგად ჩამოვყალიბდით მრავალპროფილურ ბიზნეს ჯგუფად. დღეს, NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) წარმოადგენს საქართველოში მოქმედ მრავალპროფილურ საინვესტიციო და მმართველობით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან კომპანიებს კვების წარმოების, რითეილის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში.

ჩვენი მისიაა ღია და სანდო პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შვილობილი კომპანიების გრძელვადიან განვითარებას და ქმნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ღირებულებებს.

NMG ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.  ჯგუფში, დღეს, 10 000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს და კომპანიის განვითარებასთან ერთად ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. 

ჩვენ ვქმნით მდგრად, ღირებულებებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

თუ ეძებ შესაძლებლობას, იმუშაო სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, ინოვაცია და ცოდნის მუდმივი გაღრმავება - შემოგვიერთდი.

თანამშრომელი - ჩვენი ძირითადი ღირებულებაა.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://nmg.com.ge/

სს „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“  შვილობილი კომპანია „კულინარი“ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  •  ნედლეულის სახეობების მიხედვით დაყოფა და გასუფთავება;
  •  ნედლეულის ფორმების მიხედვით დაჭრა კომბაინის დახმარებით;
  •  ფორმირებული ნედლეულის ხელახალი გარეცხვა;
  •  ნედლეულის, ტექნოლოგიის მიხედვით, შესაბამის ღუმელში მოთავსება (მოხარშვა ან შეწვა).
  •  ნედლეულის შეწვის შემთხვევაში, შესაბამის დანადგარში ცხიმის პერიოდული ჩამატება რეცეპტურის მიხედვით;
  •  მზა პროდუქციის მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების მზაობის შემოწმება;
  •  მზა პროდუქციისთვის საჭირო ინგრედიენტების შერევა შესაბამისი წონებისა და პროპორციის მიხედვით;
  •  სანელებლებისა და შესაბამისი სუნელების შერევა/შეზავება;
  •  მომზადების პროცესში რეცეპტურის ზედმიწევნით დაცვა;
  •  მზა პროდუქციის მზაობის შემოწმება და დეგუსტაცია;
  •  მზა პროდუქციის საბოლოო მომზადება დაფასოებისთვის ან მზა პროდუქციის საწყობში გადასატანად;
  •  მომზადებული მზა პროდუქციის წონების დაფიქსირება და აღრიცხვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  •  საშუალო განათლება;
  •  ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება - სასურველია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •  სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირება;
  •  სისწრაფე და მოქნილობა;
  •  პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  შრომისმოყვარეობა;

დამატებითი დეტალები:
  •  მდებარეობა: ნაძალადევის რაიონი, ალექსანდრე მრევლიშვილის #2
  •  გრაფიკი: 09:00-18:00 სთ, დასვენება 2 დღე
  •  ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი + კვება + სატრანსპორტო ბარათი

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: [email protected]  სათაურის ველში გთხოვთ
მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

  • გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ნიკორა ს/კ 400132183 და უფლებამოსილი პირის - სს “ნიკორას” ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

  • ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე [email protected] შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ნიკორა ს/კ 400132183 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

  • შპს ნიკორა ს/კ 400132183 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

Условия и бонусы

ბონუსები:
+ბონუსი

Похожие вакансии