Перейти к основному содержимому
ე
ელენე

პირადი ასისტენტი აუტისტური სპექტრის ბიჭთან

თბილისიმედიცინა
Полная занятость1-2 года
₾1 200 - ₾1 200 (период оплаты — в объявлении)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

22 часа назад1 просмотр

Описание

ვეძებთ პასუხისმგებლიან, თბილ, მომთმენ და ენერგიულ ასისტენტს 21 წლის ბიჭისთვის, რომელსაც აქვს აუტისტური სპექტრი. სამუშაოს მთავარი მიზანია მასთან დროის გატარება, სეირნობა და სხვადასხვა ყოველდღიურ აქტივობაში ჩართვა. ბიჭი არის საკმაოდ ენერგიული. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატს შეეძლოს მეგობრული და კომფორტული გარემოს შექმნა.

მოვალეობები:
• ბიჭთან დროის გატარება და მისი ყოველდღიური აქტივობების დაგეგმვა;
• სეირნობა და გარე აქტივობებში ჩართვა;
• სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობის შეთავაზება;
• უსაფრთხო და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა;
• ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია და დღის განმავლობაში აქტივობების შეთანხმება.

Требования

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• პუნქტუალურობა და სანდოობა;
• ბავშვებთან ან აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელი არ არის;
• სტუდენტებსაც შეუძლიათ განაცხადის გაკეთება;
• მზადყოფნა აქტიური დროის გასატარებლად და სეირნობისთვის.

სასურველი თვისებები:
• მოთმინება და ემპათია;
• თბილი და მეგობრული კომუნიკაცია;
• ენერგიულობა და აქტიურობა;
• ყურადღებიანობა და დაკვირვების უნარი;
• პასუხისმგებლობა და მოქნილობა;
• მშვიდად მოქმედების უნარი სხვადასხვა სიტუაციაში.

Условия и бонусы

სამუშაო პირობები:
• ანაზღაურება: 1200 ლარი თვეში;
• სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე;
• სამუშაო დრო: დღეში 6 საათი;
• ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთაველის გამზირი, პირველი გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორია;
• სტუდენტებისთვის შესაძლებელია მოქნილი გრაფიკის შეთანხმება. ლექციებისა და სხვა გეგმების შესახებ საჭიროა წინასწარ შეტყობინება.

Похожие вакансии