Перейти к основному содержимому

პროფესიული განათლების პედაგოგი

თიანეთიგანათლება
Полная занятость1-2 года

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

17 часов назад2 просмотра

Описание

სსიპ მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლა აცხადებს ვაკანსიას პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამა „კომპიუტერული ქსელები და სისტემები“-ს პედაგოგზე .

მოდულის დასახელება : მობილური და linux ოპერაციული სისტემები.
 სრული საათების რაოდენობა 102სთ, აქედან საკონტაქტო და შეფასება, რაც ანაზღაურდება 74სთ. მოდულის ხანგრძლივობა 
      პირველ კურსზე 12.10. 26 წ.-05.03.27წ
      მეორე კურსზე 23.11.26 წ-02.04.27წ 
მოდულის დასახელება : Linux ოპერაციულ სისტემებთან მუშაობა. 
სრული საათების რაოდენობა 125, მათ შორის ანაზღაურებადი (საკონტაქტო და შეფასება) 83. მოდულის ხანგრძლივობა  
   პირველ კურსთან 08.03.27წ.-24.09.27წ
    მეორე კურსთან 01.03.27წ-14.05.27წ.
მოდულის დასახელება: linux სერვერული ოპერაციული სისტემის ბაზისური გამართვა.
სრული საათების რაოდენობა 155, მათ შორის ანაზღაურებადი 123. მოდულის ხანგრძლივობა
პირველი კურსთან 27.09.27წ-28.04.28.წ.
მეორე კურსთან 22.03.27წ-28.05.27 წ.
 1 ჩატარებული გაკვეთილის ანაზღაურება არის 24 ლარი.
პერსონალის სამუშაო აღწერილობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
პროფესიული განათლების მასწავლებელი
 იყენებს სწავლების თანამედროვე მეთოდებს, რომელიც მიმართული იქნება პროფესიული სტუდენტებისათვის ტრანსფერული და პროფესიული უნარების განვითარებისკენ. 
 საქმიანობისას, ითვალისწინებს პროფესიული სტუდენტის შემხვედრ საჭიროებებს და მოქნილად რეაგირებს მათზე.
 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის/მოდულების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში წარადგენს კალენდარულ გეგმას და შეფასების ინსტრუმენტებს ზსდ-ს მიერ დადგენილი ფორმისა და შინაარსის დაცვით.
 აწარმოებს პროფესიული სტუდენტის დასწრებისა და სწავლის შედეგების დადასტურების ჟურნალს;
 უზრუნველყოს მეცადინეობების სასწავლო ცხრილით დადგენილი გრაფიკით ხარისხიანი წარმართვას; 
 პროფესიულ სტუდენტებს უწევს კონსულტირებას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს შედეგების დადასტურების განმეორებით ჩატარებას;
 მონაწილეობა იღებს შეფასების ინსტრუმენტის ვალიდაციასა და ვერიფიკაციის პროცესში ინტერესთა კონფლიქტის გათვალისწინებით.
 მოდულის დასრულებიდან 2 კვირის ვადაში წარუდგენს სასწავლო პროცესის მენეჯერს/პროფესიული განათლების კოორდინატორს შეფასების მტკიცებულებებს;
 თუ მოდული წარმოადგენს სხვა მოდულის წინაპირობას, მოდულის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში მიაწვდის ინფორმაციას სასწავლო პროცესის მენეჯერს/პროფესიული განათლების კოორდინატორს იმ პროფესიული სტუდენტების შესახებ, რომლებმაც ვერ დაადასტურეს მოდულით გათვალისწინებული სწავლის შედეგები; 
 განმეორებითი შეფასებისას, თუ მოდული წარმოადგენს სხვა მოდულის წინაპირობას, შეფასების მტკიცებულებებს წარუდგენს სასწავლო პროცესის მენეჯერს/პროფესიული განათლების კოორდინატორს ახალი მოდულის დაწყებამდე არაგვინეს 1 დღით ადრე;
 მონაწილეობას იღებს პროფესიული სტუდენტებისთვის შეფასებების/გამოცდების ორგანიზება/წარმართვაში და საგანმანათლებლო და სხვა საქმიანობაში ზსდ-ს დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
 არანაკლებ პროფესიული განათლება ან/და დარგში შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა.
 საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების და განვითარების პროცესების სპეციფიკის ცოდნა (კურუკულუმის დიზაიზნი, სასწავლო გეგმის და სხვა); 
 ქართული ენაზე გამართული კომუნიკაციის უნარი; 
 კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების კარგად ცოდნა(Ms. Word, Ms. Excel, Ms. Power Point, Outlook). 

უნარები
 ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
 გუნდური მუშაობის უნარი;
 პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 MS Word, MS Excel, MS PowerPoint ცოდნა 
სახელობის და

Похожие вакансии