Перейти к основному содержимому
სასტუმრო კომპლექსი კრუიზი
სასტუმრო კომპლექსი კრუიზი

რესტორნის მენეჯერი

თბილისიმენეჯმენტი
Полная занятость3-5 лет
от ₾4 000 / месяц

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 день назад6 просмотров

Описание

"კომპლექსი კრუიზი" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.

"კომპლექსი კრუიზი" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81
ანაზღაურება: 4000 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა

ძირითადი მოვალეობები:
  •  რესტორნის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების ეფექტური მართვა;
  •  მომსახურების ხარისხის კონტროლი და სტუმრებისთვის მაღალი დონის გამოცდილების უზრუნველყოფა;
  •  პერსონალის მართვა, გადამზადება და მოტივაცია;
  •  სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და ოპერაციული პროცესების კოორდინაცია;
  •  მარაგების კონტროლი და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  •  გაყიდვებისა და ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი;
  •  სანიტარული, უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
  •  სტუმრებთან კომუნიკაცია და მათი უკუკავშირის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  •  რესტორნის სფეროში მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება;
  •  ლიდერული და ძლიერი ორგანიზაციული უნარები;
  •  სტუმართმოყვარეობის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  •  პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  •  ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:
  •  სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  •  კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  •  თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო სისტემას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected] და საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:

"კომპლექსი კრუიზი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კომპლექსი კრუიზი"-ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.                   

Условия и бонусы

ბონუსები:
საბონუსე სისტემა

Похожие вакансии