
კრისტალი
საკრედიტო ოფიცერი - მარნეული
მარნეულიდაზღვევა, ბანკები
Полная занятостьБез опыта
Работодатель не указал контактные данные.
20 часов назад4 просмотра
Описание
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საკრედიტო ოფიცერი
ქალაქი: მარნეული
მიკრობანკი "კრისტალის" შესახებ:
მიკრობანკი "კრისტალი" საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მლნ ლარამდე სასესხო პორტფელით, 48 ფილიალით და ქვეყნის მასშტაბით 100 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
დღეს "კრისტალის" გუნდში 1000-ზე მეტი პროფესიონალია გაერთიანებული, რომლებიც ქმნიან ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას და გარემოს, სადაც ზრუნვა, გუნდურობა, განვითარება და ადამიანურ ურთიერთობები წარმოადგენს წარმატებული და სტაბილური თანამშრომლობის საფუძველს.
კომპანია ქმნის რეალურ შესაძლებლობებს თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.
თუ გსურს განვითარდე და გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი, #შემოგვიერთდი და #გახდიკრისტალელი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/hIMg3Vvc
Похожие вакансии






