Перейти к основному содержимому
ჯიაიჯი ჰოლდინგი
ჯიაიჯი ჰოლდინგი

სამშენებლო პროექტების მენეჯერი

თბილისირემონტი, მშენებლობა
Полная занятостьБез опыта

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

5 часов назад26 просмотров

Описание

„ჯიაიჯი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტიფლის სითი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

პოზიციის მიზანი: სამშენებლო პროექტების სრული ციკლის ეფექტური მართვა და აღსრულება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:
  • პროექტის ბიუჯეტის შედგენის პროცესში აქტიური ჩართულობა და დადგენილი ბიუჯეტის კონტროლი;
  • პროექტის ვადების განსაზღვრა, კალენდარული გარფიკის მომზადება;
  • პროექტის ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსის განსაზღვრა;
  • პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში პოტენციური რისკების ინდეტიფიცირება, შეფასება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
  • შესრულებული სამუშაოს შესაბამისობისა და ხარისხის რეგულარული მონიტორინგი;
  • სამშენებლო გუნდთან და ყველა დაკავშირებულ მიმართულებასთან, (ინჟინრები, არქიტექტორები, დიზაინერები, ქვეკონტრაქტორები და სხვა) აქტიური კოორდინაცია;
  • ტექნიკური პერსონალის და სხვა დაქირავებული პირების ზედამხედველობა;
  • პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კოორდინაცია;
  • პროექტის მიმდინარეობის შესახებ ყოველდღიური რეპორტების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისათვის;
  • პროექტის ბიუჯეტის ანალიზი და ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგება მენეჯმენტისათვის;
  • სამშენებლო პროცესის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წარმართვა;
  • სამშენებლო პროცესში შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვა;
  • გუნდის ეფექტური მართვა და მათ მოტივაციაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური ან სამშენებლო მიმართულებით;
  • პროექტის მართვის 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
  • სამშენებლო სპეციფიკის ცოდნა;
  • სამშენებლო რეგულაციების ცოდნა;
  • სამშენებელო მიმართულებით დოკუმენტაციის ანალიზი;
  • MS Office სტანდარტული პროგრამების კარგად ცოდნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel და Power Point;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, მნიშვნელოვანია სამშენებლო დოკუმენტაციისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიის ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდთან ეფექტურად მუშაობის და გუნდის მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;
  • მდებარეობა: სათაო ოფისი - თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. 2ა / პეკინის გამზ. 34; სამუშაო ობიექტის ადგილმდებარეობა განისაზღვრება პროექტის შესაბამისად.
  • ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, Snap Fitness აბონიმენტი.

განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-VzvR2e

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 01.11.2026
გისურვებთ წარმატებას!

Требования

ენები: ინგლისური, რუსული
მართვის მოწმობა: B

Похожие вакансии