დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
3 часа назад28 просмотров
Описание
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი. „ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge
„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქუთაისი
ძირითადი მოვალეობები:
პროექტის პროცესების ზედამხედველობა ( მასალის შესაბამისობა, პროექტთან თანხვედრა და სხვადასხვა სახის აქტების მომზადება);
მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა;
პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
პროექტის ფინანასური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა, კონტროლი და მართვა;
სამშენებლო რისკების შეფასება და პრევენცია;
სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი;
საპროექტო დოკუმენტაციების (არქიტექტურა, კონსტრუქცია, საინჟინრო) მართვა, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელება;
ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
პროექტის ფარგლებში მიმდინარე ყოველდღიური რეპორტის მომზადება;
რეგულარული შეხვედრების დაორგანიზება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა (საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის საჭირო კადრის მოძიება);
პროექტის შრომის უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა;
პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad);
სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
უნარ-ჩვევები:
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
კრეატიულობა;
ორგანიზებულობა;
პუნქტუალურობა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი - სრული;
ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
კომფორტულ სამუშაო გარემოს;
საწვავი;
მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]2026 წლის 27 ნოემბრამდე;
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსტრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.