Перейти к основному содержимому
BLEND RESTAURANT (LTD ASHRAFIEH)
BLEND RESTAURANT (LTD ASHRAFIEH)

სამზარეულოს მენეჯერი | Kitchen Manager

თბილისიმზარეული, მცხობელი, დამხმარე
Полная занятость1-2 года
₾3 500 - ₾4 000 / месяц

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

19 часов назад2 просмотра

Описание

BLEND RESTAURANT საერთაშორისო რესტორანი ვაკეში, წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების მქონე რესტორანს ვაკეში, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი მენიუთი, ხარისხიანი მომსახურებითა და მეგობრული სამუშაო გარემოთი.
ჩვენი გუნდი მუდმივად იზრდება და ვითარდება, რაც საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ თანამშრომლებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და სტაბილური სამუშაო პირობები. თუ გსურთ გახდეთ თანამედროვე და ინოვაციური გუნდის ნაწილი, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!


მოვალეობები:
• სამზარეულოს ყოველდღიური სამუშაო პროცესების ორგანიზება და გუნდის კოორდინაცია;
• თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა;
• პროდუქტებისა და სამზარეულოსთვის საჭირო ინვენტარის შეკვეთებისა და მარაგების მართვა;
• მიღებული პროდუქციის ხარისხის, ვადებისა და რაოდენობის კონტროლი;
• ინვენტარიზაციის ჩატარება და მარაგებთან დაკა ვშირებული ანგარიშების მომზადება;
• პროდუქციის დანაკარგებისა და ხარჯების კონტროლი;
• სამზარეულოს სისუფთავის, ორგანიზებულობისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების უზრუნველყოფა;
• რეცეპტების, მომზადების პროცესებისა და სამუშაო ინსტრუქციების შესრულების კონტროლი;
• სამზარეულოს ტექნიკისა და აღჭურვილობის გამართულობაზე ზრუნვა;
• ახალი თანამშრომლების onboarding-ისა და ტრენინგის პროცესის კოორდინაცია;
• გუნდის ყოველდღიური მხარდაჭერა და სამუშაო პროცესში წარმოქმნილი საკითხების დროული გადაწყვეტა;
• რესტორნის მენეჯმენტთან რეგულარული კომუნიკაცია და ყოველკვირეულ შეხვედრებში მონაწილეობა;
• პროცესების გაუმჯობესების საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვა.

Требования

• მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება კვების ობიექტში;
• სამზარეულოს სამუშაო პროცესების კარგი ცოდნა;
• გუნდის მართვისა და თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• მარაგებისა და პროდუქტების კონტროლის გამოცდილება;
• სწრაფ სამუშაო გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
• დეტალებისადმი ყურადღება და პრობლემების პრაქტიკულად გადაჭრის უნარი.

Условия и бонусы

სამუშაო პირობები:
• ჯანმრთელობის დაზღვევა;
• უფასო კვება სამუშაო საათებში;
• ტრანსპორტირება
• პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
• მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო.

Похожие вакансии