Перейти к основному содержимому
ფაბრიკონი
ფაბრიკონი

საოპერაციო მენეჯერი

თბილისიმენეჯმენტი
Полная занятостьБез опыта

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

6 часов назад81 просмотр

Описание

მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე. კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.

"ფაბრიკონი" პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში და ამ წლების განმავლობაში საწარმოო ბაზაზე შეიქმნა რიგი ახალი პროდუქტი სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით.

"ფაბრიკონის გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიის მიმართულებით ხსნის ახალ შესაძლებლობებს და ეხმარება არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტიანებას.

"ფაბრიკონი" თავის გუნდში ეძებს კანდიდატს საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

შესასრულებელი სამუშაო:
  • კომპანიაში არსებული წარმოების, შესყიდვების და ადმინისტრაციის საოპერაციო საკითხების ორგანიზება და კონტროლი;
  • შესყიდვების სრული ციკლის მართვა: მოთხოვნის დადასტურება, ფასების კვლევა, შესყიდვის განხორციელება, გადარიცხვების ორგანიზება, მიწოდების კოორდინაცია და მასალის მიღების ვადების დაგეგმვა/მონიტორინგი;
  • შესყიდული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა (ზედნადებების და შესყიდვის ბლანკების მომზადება, სისტემაში მიღება);
  • გადარიცხვების ორგანიზება და მომწოდებლებთან პერიოდული შედარება-შეჯერება;
  • კომპანიაში არსებული საოპერაციო პროცედურების შესრულების კონტროლი;
  • საოფისე/ადმინისტრაციული საჭიროებების მართვა (მასალების, საკანცელარიო და ჰიგიენური საშუალებების შესყიდვის ორგანიზება) და ტექნიკური/კომუნალური გაუმართაობების კონტროლი;
  • ცხელ ხაზზე შემოსული ზარების დამუშავება (ვაკანსიებით დაინტერესებულ პირებთან და შეკვეთებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება/გადამისამართება);
  • HR პროცესების მხარდაჭერა: ვაკანსიების გამოცხადება, კანდიდატებთან კომუნიკაცია, გასაუბრებების ორგანიზება და ახალი თანამშრომლების რეგისტრაცია შესაბამის სისტემებში;
  • ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

სამუშაო უნარ-ჩვევები:
  • MS Excel-ის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • სისწრაფე;
  • კეთილსინდისიერება;
  • ხელმარჯვეობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ გუნდს;
  • განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

ადმინისტრაციული დეტალები:
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected] ან დაგვირეკოთ მობ. +995 591 035 551 ან ფიქს. 032 24 24 099.

Требования

ენები: ქართული, ინგლისური

Похожие вакансии