Перейти к основному содержимому
ამბასადორი ბათუმი
ამბასადორი ბათუმი

სასტუმროს ადმინისტრატორი

ბათუმისასტუმრო, ტურიზმი
Полная занятостьБез опыта

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 час назад13 просмотров

Описание

„ამბასადორი ბათუმი“ აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და სტუმარზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს სტუმრების ხარისხიან მომსახურებას და სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციების გამართულ მიმდინარეობას.

ძირითადი მოვალეობები
  • სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია (Check-in) და გაწერის (Check-out) პროცესის ორგანიზება;
  • სტუმრებისთვის სასტუმროს სერვისებისა და მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სტუმრების მოთხოვნებზე, შეკითხვებსა და პრეტენზიებზე დროული, პროფესიული რეაგირება;
  • რეზერვაციების მიღება, დამუშავება და სასტუმროს მართვის სისტემაში (PMS) ასახვა;
  • სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის წარმართვა;
  • პრობლემური სიტუაციების ოპერატიული მართვა და საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობასთან კოორდინაცია;
  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტების, შიდა პროცედურებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • ყოველდღიური ანგარიშგების მომზადება, ანგარიშსწორებისა და ფულადი ოპერაციების სწორი აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • სასურველია სასტუმროს ადმინისტრირების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენის გამართული ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; PMS სისტემასთან მუშაობის გამოცდილება უპირატესობაა;
  • კომუნიკაციის, ორგანიზებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები
  • ანაზღაურება: შეთანხმებით. სამუშაო გრაფიკი და სხვა პირობები: განისაზღვრება შერჩეულ კანდიდატთან შეთანხმებით.
  • განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და შენახვა

კანდიდატის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შერჩევის პროცესის ორგანიზებისა და კანდიდატის შესაბამისობის შეფასების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემებზე წვდომა ექნებათ მხოლოდ შერჩევის პროცესში უფლებამოსილ პირებს. მონაცემები შეინახება შერჩევის პროცესის დასრულებამდე და შემდგომ მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია შესაბამისი მიზნისთვის ან გათვალისწინებულია კანონმდებლობით; სხვა ვაკანსიებისთვის მათი შენახვა განხორციელდება მხოლოდ სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. კანდიდატს შეუძლია ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებებით.

Требования

ენები: ქართული, ინგლისური

Похожие вакансии